„კრისტალის“ შვილობილი კომპანიის, „კრისტალ კონსალტინგის“ მიერ შექმნილი ბიზნესპროცესების ავტომატიზაციის სისტემა Crystal ERP და POS, კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების კონკურსის GITI 2022-ის გამარჯვებულია. სისტემა წლის საუკეთესო კომპლექსურ ბიზნესგადაწყვეტილებად დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ „კრისტალი“ ისევე, როგორც მისი შვილობილი კომპანია „კრისტალ კონსალტინგი“ GITI კონკურსზე წელს პირველად წარსდგა და პირველივე მონაწილეობა წარმატებული აღმოჩნდა.
Crystal ERP და POS მიკრო და მცირე მეწარმეების ბიზნესსაქმიანობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. პროგრამა ყველა იმ მნიშვნელოვან ოპერაციას აერთიანებს, რომელიც ბიზნესს ყოველდღიურად სჭირდება და მის გამოყენებას ბიზნესსაქმიანობა სურლიად ახალ საფეხურზე გადაჰყავს. ამასთან, Crystal ERP მფლობელს ანალიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებასა და გაყიდვების გაზრდაშიც ეხმარება. საგულისხმოა, რომ პროდუქტის შექმნის პროცესში სხვადასხვა კომპეტენციის ადამიანები, მათ შორის თავად მეწარმეებიც იყვნენ ჩართულები.
„კრისტალი“ და მისი შვილობილი კომპანია „კრისტალ კონსალტინგი“ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვაზე ორიენტირებული კომპანიებია. განსაკუთრებული პრიორიტეტი კი მას „კრისტალის“ საბანკო ტრანსფორმაციის პროცესში ენიჭება. ამ პროგრამის მიზანს მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ყოველდღიური ბიზნეს ოპერაციების გამარტივება და მათთვის იგივე შესაძლებლობების შექმნაა, რაც დიდ ქსელურ მაღაზიათა ქსელებს, წარმოებებს და მომსახურებებს აქვთ საქართველოში. მოგეხსენებათ, ბიზნესსერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს სექტორის განვითარებას. მოხარულები ვართ, რომ ის ამ მნიშვნელოვან კონკურსზე წლის საუკეთესო კომპლექსურ ბიზნესგადაწყვეტილებად დასახელდა. ეს ჩვენთვის ამ მიმართულებით განვითარებისა და ახალი პროექტების განხორციელების პროცესში დამატებითი მოტივატორი იქნება“, - აღნიშნავს „კრისტალ კონსალტინგის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჯანელიძე.
GITI ინფორმაციული ტექნოლოგიების და კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ერთ-ერთი წამყვანი ღონისძიებაა. კონფერენცია 2008 წლიდან, „ICT ბიზნეს საბჭოს“, იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროებისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს პარტნიორობით ყოველწლიურად იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას კერძო და საჯარო სექტორის ორგანიზაციები იღებენ, რომლებიც კონკურსის ფორმატში წარადგენენ IT პროდუქტებს/სერვისებს. კონკურსის მიზანს სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო პროეტების გამოვლენა და დაჯილდოება წარმოადგენს, რაც საჯარო და კერძო სექტორებში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას უწყობს ხელს.
ინფორმაციისთვის, Crystal ERP USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID YES-Georgia)’’ დაფინანსებით შეიქმნა. პროგრამა ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით ხორციელდება. პროექტს დამატებით მხარდაჭერას ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" უწევს.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი