მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კრიტიკა ყოველთვის იქნება... თამამად ვამბობ, რომ ჩვენ მაღალი ხარისხის მასალებს ვიყენებთ" - "ორბი ჯგუფი"

6203805d294e4
თათია ჩაფიჩაძე
20.02.22 19:14
2005
„აბსოლუტურად ყველა მასალა, რომელიც ჩვენს შენობებში გამოიყენება,  5 და მეტვარსკვლავიან კომპლექსებში გამოიყენება“ - ეს განცხადება „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ მშენებლობის ხარისხის სტანდარტებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

Bmg-თვის მოცემულ ინტერვიუში კვერღელიძე ირწმუნება, რომ მათ მიერ გამოყენებული სამშენებლო მასალა მშენებლობის უმაღლესს სტანდარტებს აკმაყოფილებს.

„როდესაც საუბარია შენობა-ნაგებობობი კონსტრუქციის დაპროექტებაზე, ფასადის დაპროექტებაზე, საინჟინრო და სახანძრო უსაფრთხოების სამუშაოებზე, მსოფლიოში რამდენიმე წამყავნი სამშენებლო ნორმატივი არსებობს, არის პოსტსაბჭოთა ე.წ. სნიპები, არის ევროკოდები, ამერიკული. ჩვენი მიდგომაა რომ საერთაშორისო კომპანიებთან ვთანამშრომლობთ, და ყველაზე მაქსიმალურ მოთხოვნები, რაც ნორმატივებშია, იმ მოთხოვნებს ვაკამყოფილებთ.

კრიტიკა ყოველთვის იარსებებს, 100%-იანი არსად არაფერია, თუმცა თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ხარისხობრივი მაჩვენებელი გვაქვს ყველაზე მაღალი სტანდარტის. შემთხვევით არ არის რომ ქართველ კოლეგებთან ერთად უცხოელი კოლეგები მართავენ სამშენებლო პროცესს, სამწუხაროდ 90-იანი წლების პერიოდში ჩავარდნა გვქონდა და ამ სფეროში გამოცდილება არცთუ ისე დიდია", - ამბობს კვერღელიძე.