მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კულამ“ პროდუქციის 50% ექსპორტზე გაიტანა

63d26044576f7
თინათინ ნატმელაძე
27.01.23 19:35
1766
“კულას“ გენერალურმა დირექტორმა ვანო გოგლიძემ გადაცემა „საქმიანი დილაში" განაცხადა, რომ მათი წარმოებული პროდუქციის 50% უკვე ექსპორტზე გადის, მიღებული შემოსავალი კი დამატებითი ხარჯების კომპენსირების შესაძლებლობას აძლევთ.

მისივე ცნობით, წარმადობის და სარეალიზაციო ბაზრების ზრდის პარალელურად კომპანიას 2022 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევების გადალახვა მოუწია.

„2022 წელს მოიმატა ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის და სხვა კომუნალურების გადასახადებმა, ასევე გაიზარდა მუშა-ხელის ხელფასიც, საერთო ჯამში ხარჯები 10-12%-ით გაგვეზარდა, რამაც ჩვენი პროდუქციის ფასის ზრდაც გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ შიდა რესურსები გამოვნახეთ დასაკომპენსირებლად, საფასური მაინც 8-12%-ით გავზარდეთ, ეს გასული წლის ბოლოს მოხდა, ამიტომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოვლენა არ მოხდა 2023 წელს ფასების ზრდას არ ვგეგმავთ.

ამის პარალელურად გვქონდა წარმატებები რეალიზებასა და გაყიდვებში - შევედით რამდენიმე ახალ ბაზარზე, ალბანეთსა და სერბიაში, ასევე გავფართოვდით ისრაელშიც და ამ ეტაპზე დატვირთულები ვართ 100%-ით,“ - განაცხადა ვანო გოგლიძემ.

„კულას“ დირექტორი აღნიშნავს, რომ 2023 წელს ახალ ბაზრებზე მუშაობით იწყებენ, ორიენტაცია კი არაბეთის ქვეყნებზე აქვთ.