“დენს თუ აძვირებენ ხარისხიანად მაინც მოგვაწოდონ”- ამის შესახებ BM.GE-ის გორის საკონსერვო ქარხნის დამფუძნებელმა ივანე გოგლიძემ განუცხადა. “კულას” დამფუძნებლის განმარტებით, დენის ტარიფის ზრდაზე მეტად ქარხნისთვის პრობლემა ელექტროენერგიის არასტაბილური მიწოდებაა. როგორც გოგლიძე ამბობს, ამ მიმართულებით ხარვეზები უკვე წლებია არსებობს, თუმცა პასუხისმგებელი არავინაა. კულას დამფუძნებელი გვიხსნის, რომ არასტაბილურად ელექტროენერგიის მიწოდება ბიზნესს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე თავად ტარიფის ზრდა.
“მხოლოდ დენის ტარიფის ზრდა არ არის პრობლემა. ელექტროენერგია არ მოგვეწოდება იმ ხარისხით და იმ კილოვატებით, რაც სტანდარტულად უნდა იყოს. თუ უნდა მოგვაწოდონ 380 ვოლტი, გვაწოდებენ 320 და 330 ვოლტს. ეს კი იწვევს იმას, რომ იწვება ძრავები, თუ მაცივარს იყენებ, ისიც ფუჭდება. ამაზე კი პასუხისმგებელი არავინაა. რეალურად ეს უფრო დიდი ზარალია, ვიდრე ის პროცენტული ზრდა დენის ტარიფის, რაც 2021 წლიდან მივიღეთ. თუ მოუმატეს ტარიფს მაშინ ხარისხიანად მაინც მოგვაწოდონ ელექტროენერგია”-აცხადებს “კულას” დამფუძნებელი ვანო გოგლიძე.
კულას დამფუძნებელმა bm.ge–სთან პროდუქციის შესაძლო გაძვირებაზეც ისაუბრა. გოგლიძე ამბობს, რომ დენის ტარიფის ზრდა საწარმოს ხარჯებს უზრდის შესაბამისად, ის ასახვას ფასებზე 10-15%–ით ჰპოვებს. თუმცა, კულას დამფუძნებელი ირწმუნება, რომ გაზაფხულამდე დენის ტარიფის ზრდით გამოწვეულ ხარჯებს არსებული რესურსით დააკომპენსირებს და კომპანია მომხმარებელს პროდუქციას არ გაუძვირებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?