გორის საკონსერვო ქარხანა „კულას“ დირექტორის ივანე გოგლიძის განცხადებით, ლარის კურსის გაუფასურება მათი წარმოების პროდუქტის ღირებულებაზე 6 თვეში აისახება ხოლმე.
როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დირექტორი განმარტავს, „კულა“ ადგილობრივი წარმოების ხილ-ბოსტნეულს ყიდულობს და შესაბამისად ეს არ ცვლის საბოლოო პროდუქტის ღირებულებას, თუმცა იმპორტირებული შესაფუთი მასალების ღირებულება გავლენას ახდენს საბოლოო ფასზე.
„ჩვენც, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი წარმოებები დამოკიდებული ვართ ეროვნული ვალუტის კურსზე.
ლარის კურსის გაუფასურების გათვალისწინებით, თუ ასე გაგრძელდა, ახალი წლების შემდეგ, რაღაც ეტაპზე, შეიძლება პროდუქტზე ფასების გაზრდა მოგვიწიოს. ახალ წლებამდე ვეცდებით, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ის ფასები, რაც დღეს გვაქვს, რის საშუალებასაც იმპორტირებული შესაფუთი მასალების მარაგი გვაძლევს.
შევხედავთ, როგორ შეიცვლება ვალუტის კურსი, თუმცა დღეს არსებული მდგომარეობით ახალი წლების შემდეგ ჩვენი პროდუქტი 5%-7%-ით გაძვირდება“, - განაცხადა ივანე გოგლიძემ.
„კულას“ დირექტორი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კომპანია ლარის მერყევი კურსის რისკების დაზღვევას ახდენს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და ინფლაციის მატებასთან ერთად ადგილობრივი საწარმოები იმისთვის რომ პროდუქტი არ გააძვირონ, ხელისუფლების დახმარებას საჭიროებენ.
„ბიზნესში ვალუტის კურსის რისკებს უცხოური პროდუქციის წინასწარი შესყიდვებით ვაზღვევთ. წინასწარ ვურიგდებით ორგანიზაციებს, რომლებიც გვაწვდიან მასალებს და ვურიცხავთ თანხას, იმისთვის რომ გარანტიები შევიქმნა, რაც საშუალებას გვაძლევს რომ ვალუტის რისკი 6 თვით დავაზღვიოთ.
თუმცა, ამ მხრივ, მეწარმეებს სახელმწიფოც უნდა დაგვეხმაროს, იმისთვის რომ რისკები სწორედ გავთვალოთ. მაგალითისთვის საბრუნავ საშუალებებზე ხელმისაწვდომობა - იაფი სესხი არის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ჩვენთვის, იმისთვის რომ ის პროცენტი, რაც ბანკში გვაქვს გადასახდელი ინფლაციის პერიოდში ბიზნესში გამოვიყენოთ და არ მოხდეს ფასების ზრდა. თუ მეცოდინება რომ 5%-ს სახელმწიფო დამიფინანსებს, როგორც მაგალითად მშენებლობებს დაუსუბსიდირეს, შესაბამისად ჩვენ გვექნება იმის საშუალება რომ პროდუქტის ფასი უცვლელად შევინარჩუნოთ“, - უთხრა BM.GE-ის „კულას“ დირექტორმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა