მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"„კულას" პროდუქციის ექსპორტი გაორმაგდა“ - ვანო გოგლიძე

62fa7b3c34fae
ალა ისპირიანი
15.08.22 21:35
1514
„კულას პროდუქციის ექსპორტი ევროპისა და ამერიკის ბაზარზე გაორმაგდა,“ - ამის შესახებ Bm.ge –ს საკონსერვო ქარხანა „კულას“ დირექტორმა ვანო გოგლიძემ განუცხადა.

მისი თქმით, თუ საწარმოს საექსპორტო ბაზრებზე ₾10 მილიონის პროდუქცია გაჰქონდა, ახლა ₾25 მილიონის გააქვს.

„პროდუქციაზე მოთხოვნამ ამერიკის და ევროპის ბაზრებზე მნიშვნელოვნად მოიმატა. მაგალითად, ამერიკის შემთხვევაში იმდენად გაიზარდა მოთხოვნა, რომ იმ რაოდენობის მიწოდება გვიჭირს. 30%-ით არის გაზრდილი მოთხოვნა გერმანიაშიც. საექსპორტო ბაზრებზე აქამდე წლიურად ₾10 მილიონის პროდუქცია გაგვქონდა, ახლა ჯამურად 20-25 მილიონის გაგვაქვს“, - განაცხადა  გოგლიძემ და დასძინა, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც პროდუქციის გატანა შემცირდა, უკრაინაა.

რაც შეეხება პროდუქციის ექსპორტის ზრდის მიზეზებს, მისი მოსაზრებით, გავლენა რუსეთ-უკრაინის ომმა იქონია.

„სავარაუდოდ ომმა გამოიწვია, რადგან, მაგალითად, ევროპაში პროდუქცია უკრაინიდანაც შედიოდა და მათი ერთ-ერთი ალტერნატიული საიმპორტო ბაზარი სავარაუდოდ საქართველოა. ამასთან, საქართველოდან გერმანიაში პროდუქციის ტრანსპორტირება უფრო იოლია, ვიდრე ჩინეთიდან ან ამერიკიდან“, - ამბობს იგი.