კვერცხის მწარმოებელი კომპანია „კუმისის“ დამფუძნებლის და საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელის ზურაბ უჩუმბეგაშვილის განცხადებით, მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის მიმართვაზე პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან არავინ შეხმიანებიათ. საქმე იმაშია, რომ ასოციაციამ პრემიერსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვედრის თხოვნით მიმდინარე წლის 30 ივლისს მიმართა, თუმცა როგორც თავად ამბობს, 2 თვის შემდეგაც პრემიერის აპარატიდან უკუკავშირი არ მიუღიათ.
„მეფრინველეობის მიმართულებით მდგომარეობა კატასტროფიულია“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი BM.GE-ისთან საუბრისას და იმ პრობლემებს ასახელებს, რომელიც დღეს სექტორში არსებობს:
• იმპორტირებული ხორბლის ფასი და კომპანიის გაზრდილი ხარჯები;
• ადგილობრივ - მცირე წარმოებებთან არასამართლიანი კონკურენციის პირობებში ოპერირება;
• იმპორტირებული კვერცხის და ქათმის პროდუქტების არათანაბარ პირობებში ყოფნა.
„სექტორი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ხორბალზე, წელს კი მოსავლიანობა ძალიან ცუდია, რის გამოც ხორბალზე ფასი გაზრდილია. მეფრინველეობის ყველა ფაბრიკა დღეს ზარალზე მუშაობს. ჩვენ შეგვიძლია, რომ პროდუქტის ფასი გავზარდოთ, მაგრამ ეს რეალიზაციას ამცირებს. ამასთან, პატარა არაბრენდული საწარმოები დღგ-ს არ იხდიან, ხოლო დიდი წარმოებები ყველა გადასახადს იხდის, ამიტომ კონკურენციას ვეღარ ვუწევთ პატარა წარმოებებს. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ მცირე წარმოებების განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს, მაგრამ ეს დიდი ბიზნესის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. გვაწუხებს, ასევე, არასამართლიანი იმპორტიც - მაგალითად, კვერცხის შემთხვევაში. საქართველოში კვერცხის 60-65 წარმოება მოქმედებს და ჩვენ იმპორტი არაფერში გვჭირდება, მაგრამ პრობლემებს გვიქმნის ის, რომ თურქეთი იცავს თავის ბაზარს იმპორტისგან და იქ მაღალი გადასახადებია, საქართველოში კი - არა", - განმარტავს „კუმისის“ დამფუძნებელი.
მეფრინველეობის სექტორის წარმომადგენლები პრემიერს პრობლემების გადაწყვეტის გზებსაც სთავაზობდნენ.
„პანდემიიდან გამომდინარე, ვინაიდან ყველაფერი გაგვიძვირდა, ვითხოვდით დღგ-ის დროებით გაუქმებას. მეორე საკითხი - კვერცხის იმპორტთან მიმართებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენცია არ ჰყოფნის და საჭიროა ფინანსთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს ჩართულობა, რათა კანონმდებლობა გამოსწორდეს, როგორც ეს სომხეთსა და თურქეთშია“, - განმარტა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?