საქართველოში დღეს 415 კლინიკა და 18 ათასამდე საწოლია. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ მაჩვენებლებით ქვეყანა ისეთ განვითარებულ სახელმწიფოებს უსწრებს, როგორიც ბრიტანეთი და გერმანიაა, სადაც 100 ათას სულ მოსახლეზე ბევრად ნაკლები საწოლი მოდის. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში არ არსებობს ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი, რომლითაც სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებს დაარეგულირებდა, საქართველოში კი ამდენი კლინიკა საჭირო არ არის.
საერთაშრისო ფონდ “კურაციოს” პრეზიდენტი გიორგი გოცაძე მინისტრს ეთანხმება და ამბობს, რომ ქვეყანაში იმაზე მეტი საწოლია, ვიდრე გვჭირდება, რადგანაც covid-19-მდე პერიოდში რესურსის 50% გამოუყენებელი იყო, რაც ზრდიდა ხარჯს და საბოლოოდ, ისევ პაციენტს უძვირებდა სამედიცინო მომსახურებას, თუმცა საინტერესოა, რომ საქართველოს 6 600-ზე მეტი საწოლი ბოლო 7 წელში დაემატა, როცა ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვა ამოქმედდა.
გოცაძე ამბობს, რომ გარკვეულწილად, სახელმწიფომ თავად წაახალისა ახალი კლინიკების გაჩენა, რამდენადაც მათი დიდი ნაწილი სახელმწიფო პროგრამაში ერთვებოდა და თანხასაც იღებდა ბიუჯეტიდან.
“რა თქმა უნდა, ეს კლინიკები წაახალისა სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, რომელიც ნამდვილად ძალიან პოზიტიურია. ძალიან დიდი რესურსი ჩადო აქ სახელმწიფომ; მეორე საკითხია, ეს რესურსი რამდენად ეფექტურად იყო გამოყენებული, მაგრამ მაინც... რა თქმა უნდა, ამან წაახალისა, გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი კერძო ინვესტორი, წავიდა, ისესხა თანხა ბანკისგან, ააშენა კლინიკა, ჩაერთო სახელმწიფო პროგრამაში, დააწვინა პაციენტი, სჭირდებოდა ამ პაციენტს თუ არა კლინიკაში დაწვენა და შემდეგ სახელმწიფოს გამოართვა ფული”, - აცხადებს გიორგი გოცაძე.
“კურაციოს” პრეზიდენტი მომხრეა, რომ სამედიცინო დაწესებულების ამოქმედებამდე მათი საჭიროება განისაზღვროს, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?