მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კვალიფიციური მოხელეების ხელფასის ზრდა არ უნდა გახდეს მუდმივი პოლიტიზირების საკითხი"

610bc5ac942f6
ინგა მურუსიძე
05.08.21 15:20
1080
ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია საჯარო სექტორში ანაზღაურება დაუახლოვდეს კერძო სექტორში იმავე კვალიფიკაციით დასაქმებულთა ანაზღაურებას. მისივე თქმით, საჯარო მოხელეების ანაზღაურების საკითხი კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს.

„როცა ვსაუბრობთ გრძელვადიანი მიზნების მიღწევაზე, აუცილებელია გარკვეული რესურსი მიიმართოს საჯარო მოხელეთა ხელფასების მოწესრიგებაზეც, რაც საშუალებას მოგვცემს, საჯარო სექტორში შევინარჩუნოთ კვალიფიციური კადრები. ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია საჯარო სექტორში ანაზღაურება დაუახლოვდეს კერძო სექტორში იმავე კვალიფიკაციით დასამებულთა ანაზღაურებას.

კვალიფიციური მოხელეების ხელფასის ზრდა არ უნდა გახდეს მუდმივი პოლიტიზირების საკითხი ქვეყანაში, ამიტომ საკანონმდებლო დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს გარკვეული წესები, თუნდაც ფორმულები, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად კვალიფიციური საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდა განხორციელდება და შენარჩუნებული იქნება კონკურენტუნარიანობა“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, შედეგად გვექნება კვალიფიციური საჯარო სექტორი, უფრო მეტად ეფექტიანი ბიუროკრატია, რაც ქვეყნის ინსტიტუტების სიძლიერის მნიშვნელოვანი გარანტიაა.