30.დეკემბერი.2015 16:21
ეკონომიკა

"კვირიკაშვილი კი არა უორენ ბაფეტი, რომ გვყავდეს ის ვერ გაართმევს თავს ლარის სტაბილიზაციას"

"კვირიკაშვილი კი არა უორენ ბაფეტი, რომ გვყავდეს ის ვერ გაართმევს თავს ლარის სტაბილიზაციას"
"კვირიკაშვილი კი არა უორენ ბაფეტი, რომ გვყავდეს საქართველოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ან პრემიერ-მინისტრად, ის ვერ გაართმევს თავს ლარის სტაბილიზაციას, თუ საბაზრო ძალები მოქმედებს ლარის საწინააღმდეგოდ", - აღნიშნულის შესახებ "ICC საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა.
 
"კვირიკაშვილი კი არა უორენ ბაფეტი, რომ გვყავდეს საქართველოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ან პრემიერ-მინისტრად, ის ვერ გაართმევს თავს ლარის სტაბილიზაციას, თუ საბაზრო ძალები მოქმედებს ლარის საწინააღმდეგოდ. კვირიკაშვილს ძალიან კარგი კომუნიკაციის უნარი აქვს, ეს ყველამ იცის. რაც შეეხება მენეჯმენტს, - მახსოვს, როდესაც რამდენიმე წლის წინ კვირიკაშვილი ეკონომიკის მინისტრად დანიშნეს, არ ვიცი ვინმემ შეამჩნია თუ არა, რომ მან არცერთი მოადგილე არ გაათავისუფლა. ეს ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი იყო. მხოლოდ ერთი მოადგილე დაინიშნა ქუმსიშვილი, დანარჩენი ყველა პროფესიონალი დარჩა თავის ადგილზე, მათ შორის მიხეილ ჯანელიძე, რომელიც ახლა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. ეს გიორგი კვირიკაშვილის სტილია, როგორც ჩანს ახალ მთავრობაშიც მან არავინ არ გამოცვალა. ეს არის ის, რომ კვირიკაშვილი ბანაკებად არ ყოფს ხალხს, ვისაც ოდნავ მაინც მენეჯმენტი ესმის, ეს ძალიან კარგი თვისებაა. მან პროფესიონალური ნიშნით ყველა ის ადამიანი დატოვა, რომელიც იქ დახვდა. წელიწადზე ნაკლებია არჩევნებამდე დარჩენილი და ჩემთვის გაუგებარი იქნებოდა, რომ კვირიკაშვილს დიდი ცვლილებები განეხორციელებინა, მაგრამ, როდესაც ორკესტრი უკრავს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დირიჟორს. ჩვენ გვყავს ორკესტრის ახალი დირიჟორი და მე ამ დირიჟორის დიდი მოლოდინები მაქვს", - განაცხადა მჭედლიშვილმა.

24.მაისი.2019 16:10
92

საქართველოს რეგიონებში „ზრდის ჰაბების“ ამოქმედება იგეგმება

ვრცლად
24.მაისი.2019 16:08
57

მერიამ "ნილის" შემცვლელი იპოვა - ბაგა-ბაღებს საკვებით „მზიური“ მოამარაგებს

ვრცლად
24.მაისი.2019 15:49
177

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა

ვრცლად
24.მაისი.2019 15:35
70

კალაძე - მოიკითხეთ, ვისგან ფინანსდება არასამთავრობოები, რომლებიც ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან

ვრცლად
24.მაისი.2019 15:30
62

რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ ფულს ქართველები საზღვარგარეთ?

ვრცლად
24.მაისი.2019 15:21
96

კურორტ გოდერძის განვითრებისთვის 150 მლნ ლარი დაიხარჯება

ვრცლად