მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კვლევების შედეგების საფუძველზე მხარდამჭერი ღონისძიებების გადაწყვეტილებებს მივიღებთ" - მინისტრი ხორბალზე

630cd178bcd49
BM.GE
29.08.22 19:42
633
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის ფასების შემცირების კარგი ტენდენციაა. მისივე თქმით, აგვისტოში, ქვეყანაში, დაახლოებით, 25 000 ტონა ხორბალია შემოსული.

როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება, შემცირებულია საექსპორტო გადასახადი, რაც ხელს შეუწყობს, რომ წისქვილკომბინატებმა ჩვეულ რეჟიმში დაიწყონ მუშაობა. უწყების განცხადებით, აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნება პურის ფასზე იქონიებს ზეგავლენას და შემცირდება.

დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ, ოთარ შამუგიამ პურის ფასთან დაკავშირებით განმარტა, რომ სახელმწიფოს მიზანია, პირველ რიგში, ადგილობრივ წარმოებას შეუწყოს ხელი და გაზარდოს თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი ვიზიტის ფარგლებში. ველოდებით, რომ პირველ ეტაპზე, ღირებულების ჯაჭვის შესწავლა ჩვენი ამერიკელი კოლეგების დახმარებით დაიწყება. შემდგომ გამოიკვეთება ის საჭიროებები, რომელი კუთხითაც იქნება მხარდაჭერა საჭირო. კვლევების შედეგების საფუძველზე, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში სულ 18.9 მლნ დოლარის ღირებულების 55 573 ტონა ხორბლის და მესლინის იმპორტი განხორციელდა. ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წლებში ამ პერიოდისთვის ჯამურად ქვეყნის მიერ შეძენილი ხორბლის მოცულობა 200 000 ტონამდე ან მეტი იყო. შესაბამისად წელს იმპორტირებული ხორბლის ღირებულება 2021 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით 59%-ით შემცირდა.

ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნული პირველადი მოხმარების საქონლის მთავარ საიმპორტო ბაზრად კვლავ რუსეთი რჩება და ამ კუთხითაც ხორბლის შესყიდვის მაჩვენებელი წინა პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია. ჯამურ იმპორტში რუსეთზე 86% მოდის.

აღსანიშნავია, რომ “ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი სურსათის გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით, დოქტორი კერი ფაულერი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის რუსულ ხორბალსა და ფქვილზე დამოკიდებულება ტვირთს წარმოადგენს.