04.მაისი .2021 13:44

"კვლევებით ჩინური „სინოვაკის“ ეფექტურობა 51%-დან 91%-მდე მერყეობს" - ამირან გამყრელიძე

"კვლევებით ჩინური „სინოვაკის“ ეფექტურობა 51%-დან 91%-მდე მერყეობს" - ამირან გამყრელიძე
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, სხვადასხვა კვლევებით ჩინური „სინოვაკის“ ეფექტიანობა 51%-დან 91%-მდე მერყეობს.

„ორი დღის წინ ჩამოვიდა საქართველოში „სინოვაკი“, რომელიც ჩინეთის სახელმწიფომ გვაჩუქა. „სინოვაკიც“ ფართოდ ადმინისტრირებადი ვაქცინაა, დაახლოებით 60 მლნ-მდეა გამოყენებული ჩინეთში და 20 მლნ-მდე თურქეთში, ასევე სერიოზულად იყენებს მას ბრაზილია, უნგრეთი და ევროპის რამდენიმე ქვეყანა. ის არის იმავე პრინციპზე, ტრადიციული მეთოდით დამზადებული, რაც არის ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“. „სინოვაკის“ ეფექტურობა სხვადასხვა კვლევებით 51-დან 91%-მდე მერყეობს.

მაგალითად, ბრაზილიურმა კვლევებმა ეფექტურობის 50%-ზე მეტი აჩვენა. „სინოვაკმა“ სხვა კვლევებში, მაგალითად თურქეთში აჩვენა 90%-ზე მეტი ეფექტურობა, ამიტომ ე.წ. მეოთხე ფაზას რაც შეეხება, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მესამე ფაზის კვლევებში ეწერა, რომ „სინოფარმიც“ და „სინოვაკიც“ არაეფექტური იყო 60 წელს ზემოთ გადაცილებულ მოქალაქეებში, თუმცა მეოთხე ფაზაში კვლევებმა აჩვენა, რომ ეფექტიანია. „მეც 60 წელს ზემოთ ვარ და ავიცერი“, - თქვა გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა