მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლაპარაკია AstraZeneca-სა და ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის შემოტანაზე" - ცერცვაძე

5ffb1d57eace6
BM.GE
10.01.21 19:25
1624
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანაზეა საუბარი, მათ შორის ერთ-ერთი ჩინური ვაქცინაა.

"ლაპარაკია, ორი ვაქცინის შემოტანაზე ჩვენთან - AstraZeneca-სა და ერთერთი ჩინურის. ჩინეთს აქვს 5 ვაქცინა და ერთ-ერთზე არის ლაპარაკი. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალი.

ჩინურ ვაქცინას მაღალი ნდობა აქვს. სხვა თუ არაფერი, იქ გაჩნდა ეს ინფექცია და მათ ყველაზე კარგად იციან ამ ვირუსის სტრუქტურა და მისი თავისებურებები და სულ არ გამიკვირდება, რომ ჩინურმა ვაქცინამ ყველას აჯობოს. მათ ამისთვის ბევრი დრო ჰქონდათ, იმასაც ამბობენ, რომ წინასწარ იცოდნენ ამ ვირუსის არსებობა და დიდი ხანია ამ ვაქცინაზე მუშაობენ, ამიტომ ჩინური ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება",-განაცხადა "ფორმულასთან" ცერცვაძემ.