მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლარი გამყარდებოდა, რომ არა დედოლარიზაციის არასწორი პოლიტიკა"

5de127ec1e88f
დავით ჯალაღონია
29.11.19 22:03
4557
"საქართველოს კაპიტალის" გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის აზრით, ეროვნულმა ბანკმა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ფარგლებში დაწესებული რეგულაციები უნდა შეარბილოს, მთავრობამ კი - ეროვნულ ვალუტაში სესხების გაცემაზე 200-ათას ლარიანი ზღვარი შეამციროს.

როგორც გილაურმა BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, სწორედ ეს ნაბიჯებია საჭირო ლარის გაუფასურების შესაჩერებლად.

"ფაქტია, რომ გაზრდილმა რეგულაციებმა და არასწორმა დედოლარიზაციის პოლიტიკამ გამოიწვია დევალვაცია, დეპოზიტების დოლარიზაცია, ინფლაცია და შესაბამისად, ეს რეგულაციები უნდა შეამსუბუქოს ეროვნულმა ბანკმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფლაცია იქნება დღის წესრიგში.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფუნდამენტურად ეკონომიკა მდგრადია, უფრო მეტი დოლარი შემოდის ქვეყანაში, ვიდრე გადის, შესაბამისად, ლარი გამყარდებოდა, რომ არა არასწორი დედოლარიზაციის პოლიტიკა. ძალიან მარტივია - 200-ათას ლარიანი ზღვარი დასაწევია 100 ათას ლარზე, ასევე სარეზერვო მოთხოვნები, რაც ეროვნულ ბანკს დოლარში აქვს, საგრძნობლად არის დასაწევი და იპოთეკებზე ის რეგულაციები არის არათუ შესამსუბუქებელი, არამედ - გასანულებელი და ამ სამი ინიციატივიდან გამომდინარე, ჩვენი პროგნოზით, ლარი გამყარდება", - განაცხადა გილაურმა.