მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლარის გაუფასურების მიზეზი საბანკო რეგულაციებია და არა რუსეთიდან ვერჩამოფრენილი თვითმფრინავები"

5de907c93b17c
BM.GE
05.12.19 17:40
1433
"ლარის გაუფასურების უმთავრესი მიზეზი საბანკო რეგულაციებია და არა - რუსეთიდან ვერჩამოფრენილი 17 თვითმფრინავი", - ამის შესახებ მენაშენათა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა "საქმიანი დილის" ეთერში 2019 წელს სამშენებლო სექტორის მდგომარეობის შეჯამებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, დარგისთვის მიმდინარე წელი უმძიმესი იყო, რაც ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობის დრამატულად შემცირებაში გამოიხატა.

როსტომაშვილის ინფორმაციითვე, საქართველოში შემოსული ინვესტიციების გატანის ფაქტებიც ფიქსირდება.

"ჩვენ გვყავს ერთი ძლიერი პარტნიორი, რომელთანაც ძალიან ბევრი დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ ახალი ობიექტების დასაწყებად კონკრეტული თანხა საქართველოში შემოეტანა. ამ ობიექტების დაწყება დაგვიანდა და მოგეხსენებათ, ინვესტორისთვის დრო ფულია და ახლა მიდის საუბარი იმაზე, რომ უკრაინაში უნდა 20 მილიონის გატანა იმ თანხიდან, რაც უკვე საქართველოში აქვს შემოტანილი. მაშინ როცა 2 წლის წინ უკრაინაში ფულის ჩადება იყო სასაცილო.

დეველოპერულ სექტორში 10-ჯერ არის ინვესტიციები შემცირებული და ცხადია, ეს ცუდად აისახება. სხვა სფეროებში შემცირებული ინვესტიციებიც კი ჩვენსაზე აისახება იმიტომ, რომ იქაური წარმატებული ბიზნესმენია მერე ჩვენი ბინის მყიდველი, თორემ ადამიანს, რომელსაც თვიდან თვემდე ძლივს გააქვს თავი, ის უძრავი ქონების შეძენით არ არის დაინტერესებული.

ლარის გაფუჭების ძირითადი მიზეზი სწორედ არასწორი რეგულაციები იყო, რომელიც მოქმედებს. მარტში რომ სახლი ვერ გავყიდე, ეს იმას ნიშნავდა, რომ ზაფხულში ამ სახლისთვის არც ტელევიზორი გაიყიდა და მანამდე - არც სარემონტო მასალა და არც ავეჯი. ეს აისახა ქართულ ეკონომიკაზე და არა ის, რომ რუსეთიდან 17 თვითმფრინავი არ ჩამოფრინდა. ამის გაუარესებულ მაჩვენებლებთან მიბმა არის თვალებში ნაცრის შეყრა", - აცხადებს როსტომაშვილი,