მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლარის მიმდინარე გაუფასურებას გარკვეულწილად რეალური გაცვლითი კურსი მოითხოვდა, რათა კონკურენტუნარიანობა არ დაკარგულიყო"

5f6333810944d
ლიკა გურაბანიძე
17.09.20 14:09
880

“ახლა ლარის მიმდინარე გაუფასურებას გარკვეულწილად, შეიძლება ითქვას, რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი მოითხოვდა, რათა კონკურენტუნარიანობა არ დაკარგულიყო” - ამის შესახებ Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ “საქმიან დილაში” ლარის კურსის გაუფასურებაზე საუბრისას აღნიშნა.

“რეალურ გაცვლით კურსს თუ შევხედავთ, რომელიც გვიჩვენებს ქვეყანას სავაჭრო მიმართულებით კონკურენტუნარიანობა აქვს თუ არა, ამ კუთხით ჩვენი ვალუტა საშუალოდ გამყარებულია სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ. გამყარებული იყო ივლისსა და აგვისტოში" - აღნიშნა ქავთარაძემ.

ქავთარაძის თქმითვე, ლარის კურსის გაუფასურებაზე გავლენას რამდენიმე ფაქტორი ახდენს.

"როგორიცაა გაზრდილი ფისკალური ხარჯები და საბანკო დაკრედიტება, კორონავირუსის შემთხვევათა მატება, ამ ფონზე წარმოქმნილი უარყოფითი მოლოდინები, რომელსაც სეზონური ფაქტორიც ემატება, რომ ლარი შემოდგომაზე უფასურდება.

ამასთან, როდესაც უარყოფითი მოლოდინები გადაივლის შევხედოთ. ბოლო ორ წელში გამოვლინდა, რომ ლარის კურსი დეკემბერში გამყარების მიმართულებით წავიდა. ჩვენი აზრით, იგივე ტრენდი დეკემბერში წელსაც უნდა იყოს” - განმარტა ლაშა ქავთარაძემ.