მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება" - ფინანსთა მინისტრი

5f61e1a6bb0ed
ინგა მურუსიძე
16.09.20 13:56
919
"ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება", - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ბოლო კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდეცნიას.

როგორც მაჭავარიანი ამბობს, ეროვნულ ბანკს აქვს იმის მზაობა, რომ  ლარის სტაბილურობა უზრუნველყოს.

"არაერთხელ დაამტკიცა სებ-მა პანდემიის პირობებში, რომ აქვს მზაობა, უზრუნველყოს ლარის კურსის სტაბილურობა; შოკებიდან გამომდინარე ყოველგვარი ზედმეტი გაუფასურება მოასწოროს და მის ბუნებრივ ნიშნულზე ამყოფოს ლარი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი ჩაერევა ბაზარზე არსებულ სიტუაციაში. 300 მლნ აშშ დოლარი უკვე დახარჯული აქვს, რომ რყევები და შოკები ემართა. ამ მხრივ, მგონი ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ცნობისთვის: ლარის კურსის სტაბილურობისთვის სებ-ი დღეს 40 მლნ დოლარს გაყიდის.