მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლარმა გარკვეული გამყარება განიცადა, თუმცა კვლავ გაუფასურებულ ტერიტორიაზეა" - მესტვირიშვილი

5e37c7a5ad6d4
ინგა მურუსიძე
04.02.20 09:00
1496
"ლარმა გარკვეული გამყარება განიცადა, თუმცა კვლავ გაუფასურებულ ტერიტორიაზეა", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა „საქმიანი დილის ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა.

მესტვირიშვილი ამბობს, რომ ეროვნული ვალუტა უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე წონასწორული მაჩვენებელი ამას მიუთითებს.

„ჩვენი შეფასებით, ლარმა გარკვეული გამყარება განიცადა, თუმცა კვლავ გაუფასურებულ ტერიტორიაზეა ანუ უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე წონასწორული მაჩვენებელი ამაზე მიუთითებს. ფუნდამენტურ ფაქტორებს რაც შეეხება, ზოგადად, რომ შევხედოთ ნორმალურად არის, თუმცა ფუნდამენტური ფაქტორებისთვის დამახასიათებელია, რომ ჩვენ ინფორმაცია გვაქვს გვიან. მაგალითად, წლის მეოთხე კვარტალში იმპორტი საკმაოდ ძლიერი იყო, მთლიანად წლის განმავლობაში იმპორტის შემცირება გვქონდა... ამის გაგრძელება-არ გაგრძელებაზეც არის დამოკიდებული ფუდამენტური ფაქტორები. დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს არის მოლოდინები, რომელიც ამას განსაზღვრავს. ასევე, წლევანდელი წელი არის საარჩევნო, რაც მოლოდინების გაზრდას იწვევს, ეს ყველაფერი კი, კურსზე გავლენას ახდენს“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.