16.ნოემბერი.2017 11:37
საფინანსო სექტორი

"ლართან დაკავშირებით უფრო მარტივადაა საქმე, ვიდრე მედიაში განიხილავენ"

"ლართან დაკავშირებით უფრო მარტივადაა საქმე, ვიდრე მედიაში განიხილავენ"
"ლართან დაკავშირებით უფრო მარტივადაა საქმე, ვიდრე ამას მედიაში განიხილავენ",- ამის შესახებ BGEO ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი გილაურმა საქმიანი დილის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს მოლოდინები, რომ აცივებასთან ერთად ლარის კურსი გაუფასურდება.

"ნოემბრიდან მარტის ჩათვლით გაზის იმპორტი ხდება და არსებობს მოლოდინები რომ აცივებასთან ერთად კურსი დავარდება. ეს ძალიან ბუნებრივი მოვლენაა, თავისუფალ ეკონომიკაში. მოლოდინებიდან გამომდინარე ბაზრის მოთამაშეები ფიქრობენ, რომ კურსი დავარდება და ამიტომ ყიდულობენ დოლარს.

ჩვენ ეკონომიკის ფუნდამენტურ ფაქტორებს ვუყურებთ. მოკლევადიანი რყევა შესაძლოა, იყოს, მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით, სად არის ქვეყანა, მისი მთავარი ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით",- აცხადებს გილაური.

მისივე თქმით, საქართველოში ინვესტიციები "კარგ დონეზეა და ექსპორტი იზრდება".

"ანუ რეალურად კურსი არის დამყარებული იმაზე, რამდენი ფული გადის და რამდენი შემოდის. რეალურად უფრო მეტი ფული შემოდის ვიდრე გადის. ჩვენი გათვლა მოკლე საშუალო ვადაში არის, რომ 2.50-ს არ უნდა გადააჭარბოს ლარის კურსმა. ასეთია ჩვენი ხედვა. ეკვალიბრიუმი უნდა იყოს, ჩვენი აზრით, 2.50 ლარზე”,- აცხადებს გილაური.
ავტორი: bm.ge

26.აპრილი.2019 00:10
117

სესხის გამცემი სუბიექტების რაოდენობა ერთ თვეში 40%–ით გაიზარდა

ვრცლად
25.აპრილი.2019 23:04
55

რეგულაციები აჯანსაღებს სისტემას და გადახდისუნარიანი მომხმარებლებისთვის შესაძლებლობებს აჩენს

ვრცლად
25.აპრილი.2019 22:59
79

"ვითიბი ბანკის" საგაზაფხულო აქცია სამომხმარებლო სესხზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 20:35
146

კობა გვენეტაძე: რეგულაციები კი არ ზღუდავს, არამედ აჯანსაღებს სისტემას

ვრცლად
25.აპრილი.2019 20:30
140

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი: რეგულაციებს უკვე შევეგუეთ

ვრცლად
25.აპრილი.2019 19:05
729

"თიბისი ბანკის" გამარტივებული იპოთეკური სესხი

ვრცლად