მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლაშქრობები, მინი გოლფი..." - მერია ახალგაზრდებისთვის 250 000-ლარიან საზაფხულო პროგრამას იწყებს

62a05a77e2089
მარიამ იზორია
08.06.22 12:43
5428
თბილისის მერია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის, აქტიური დასვენების, გართობისა და რეკრეაციის ხელშეწყობის მიზნით, მასშტაბურ საზაფხულო პროგრამას იწყებს.

პროგრამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს სხვადასხვა ახალგაზრდულ სერვისს, მათ შორის, ლაშქრობებს, საველე-ბანაკებს, საჯომარდო ტურებს, ველოტურებს, კარტინგს, მინი გოლფს, სასროლეთს, მუნიციპალურ საცურაო აუზს შესთავაზებენ.

მერის განმარტებით, პირველ ეტაპზე, პროგრამაში 5 000-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება და მონაწილეთა რაოდენობა, მოთხოვნის შესაბამისად, ეტაპობრივად გაიზრდება.

ამასთან, კალაძის ინფორმაციით, პროგრამა 30 ივნისს დაიწყება და 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. მსურველებს ელექტრონული რეგისტრაცის გავლა 8 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით, ვებგვერდზე - www.youthtbilisi.ge  შეეძლებათ.

„პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით, კვებით, ტრანსპორტით, ეკიპირებით და საჭირო აღჭურვილობით. პროგრამის მიზანია, ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სერვისები და მათი დაინტერესება გაიზარდოს ჯანსაღი აქტივობებით. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, კონკრეტული პროგრამების შეთავაზება ახალგაზრდებისთვის, შესაბამისი ინფრაქტრუქტურის მოწესრიგება, ახალი სპორტული მოედნების გახსნა, სპორტის ხელშეწყობა არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამით ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი, დააახლოებით, 250 000 ლარია.