მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლეგატო" სტუმრებს არ მიიღებს

61f2354d56904
ინგა მურუსიძე
27.01.22 10:00
3098
საკონდიტრო კომპანია "ლეგატომ", რომელიც სტუმრებს "მწვანე პასპორტის" გარეშე იღებდა, დარბაზები დახურა. კომპანიას ამ ეტაპზე თბილისში სამი ფილიალი აქვს. 

"მოგესალმებით. გაცნობებთ, რომ “ლეგატო” მწვანე პასპორტების რეგულაციისადმი პროტესტის ნიშნად დროებით აჩერებს დარბაზების მუშაობას, თუმცა არ ვწყვეტთ ადგილზე შეძენისა და გატანის სერვისებს (იქ, სადაც "მწვანე პასპორტის" მოთხოვნა არ გვევალება)", - წერია კომპანიია facebook-ის გვერდზე.

საქმე ის არის, რომ კომპანიის გაცხადებული პოზიციით, "მწვანე პასპორტის" მოთხოვნა დისკრიმინაციულია და ისინი ამ რეკომენდაციას არ ემორჩილებიან.

bm.ge-ს ინფორმაციით, "ლეგატო" შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.