მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლეღვის ნახარშით რუჯის მიღება ქართული ფენომენია, მსგავსი რამ არსად გამიგია" - ქაშიბაძე

609f8c24086c0
ინგა მურუსიძე
15.05.21 13:05
3709
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, პლასტიკური ქირურგი გუგა ქაშიბაძე ლეღვის ნახარშით ყოველწლიურად დამწვრობის ხშირ შემთხვევებზე საუბრობს. ძირითადად ახალგაზრდები ლეღვის ნახარშით რუჯის მიღებას ცდილობენ, თუმცა საბოლოოდ დამწვრობის ცენტრში ხვდებიან.

როგორც გადაცემა BMGDRIVE-ში ქაშიბაძემ თქვა, დამწვრობის ცენტრში ყოველწლიურად აქვთ იმედი, რომ შემთხვევები აღარ იქნება, თუმცა ეს იმედი არ მართლდება.

"დამწვრობის ცენტრში ყოველწლიურად გვაქვს იმედი, რომ ის წელი ჩავარდება და ნიძლავებიც იდება ამაზე, თუმცა შემთხვევები მაინც გვაქვს. ეს არის სუფთა ქართული ტრადიცია და ფენომენი, არც არსად შემხვედრია მსგავსი რამ. ვერც ვერავის ვეკითხები, არ ვიცი, კოლეგებს როგორ უნდა ავუხსნა, რატომ უნდა მოინდომოს ადამიანმა ემალის ქვაბში ლეღვის ფოთლების მოხარშვა და მერე კანზე წასმა მზის გულზე. ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის. ფიქრობენ ამ საკითხზე, ბევრს გაუციებია და ისე წაუსვამს, ბევრს დანამატები გაუკეთებია, ბევრმა გორგოლაჭებიანი საღებავის წასასმელი შეიძინა და იმით წაისვა და ა.შ. ყველას ჰგონია, რომ განსაკუთრებულ რუჯს მიიღებს. და ყველას ჰგონია, რომ დამწვრობა მას არ დაემართება", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

მან ზოგადად, რუჯის მიღებასა და ამ მხრივ ზაფხულობით არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

ქაშიბაძის ინფორმაციით, ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები დიდხანს, 8 საათი არიან მზეზე და სერიოზულ დამწვრობებს იღებენ.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ 11:00-დან 16:00 საათამდე მზეზე არ გაჩერდნენ.

"ზოგადად, დამწვრობების სტატისტიკას რაც ეხება, ჩვენთან ძირითადად ხდება დაუდევრობა. მთელ მსოფლიოში ასეა, 80% დამწვრობა არის დაუდევრობა, ხოლო 20% შემთხვევაში ეს არის უბედური შემთხვევა", - აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.