28.დეკემბერი .2019 16:40

"ლელო საქართველოსთვის" ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობისაგან გათავისუფლებას ულოცავს

views 286
უკან

"ლელო საქართველოსთვის" ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობისაგან გათავისუფლებას ულოცავს.

ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ვაჟა გაფრინდაშვილის ისტორია არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნა დგას არა სახელმწიფო სტრუქტურებზე, არამედ ინდივიდუალური გმირობის მაგალითებზე. დღეს, როცა ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სერვისების ხელმისაწვდომობას და მოქალაქეების დაცვას საოკუპაციო რეჟიმისაგან, ვაჟა გაფრინდაშვილმა მოგვცა სამოქალაქო გმირობის უპრეცედენტო მაგალითი.

ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა აქტიურად იდგა დატყვევებული ექიმის ოჯახის გვერდით და ვიზიარებთ იმ სიხარულს, რომლიც დღეს მის გათავისუფლებას მოჰყვა.

იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ბოლო შემთხვევა, როცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებას შეუზღუდავენ.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ვაჟა ექიმს, მის მებრძოლ და სამაგალითო ოჯახს და ვუსურვებთ, რომ სულ მალე გაერთიანებულ და საოკუპაციო რეჟიმისაგან თავისუფალ ქვეყანაში გვეცხოვროს", - აცხადებენ პარტიაში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა