13.აგვისტო .2021 15:06

"ლელომ" აცრაზე მოქალაქეთა რეგისტრირებისთვის და კონსულტაციისთვის ცხელი ხაზი შექმნა

"ლელომ" აცრაზე მოქალაქეთა რეგისტრირებისთვის და კონსულტაციისთვის ცხელი ხაზი შექმნა
views 803
უკან

პოლიტიკურმა პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" აცრაზე მოქალაქეთა დასარეგისტრირებლად და მათთვის სამედიცინო კონსულტაციის მისაწოდებლად სპეციალური ცხელი ხაზი აამოქმედა.

"დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე 032 223 22 88 ჩვენი ექიმები გაგიწევენ კონსულტაციას და დაგეხმარებიან რეგისტრაციაში.

,,ლელოს’’ მთავარი ამოცანაა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა!

,,ლელომ” მიიღო გადაწყვეტილება კამპანიის ხასიათი მისცეს იმ სამუშაოს, რომელსაც თვეების მანძილზე ატარებს.

ვინაიდან, მთავრობის უუნარობიდან გამომდინარე, სრულად არის ჩავარდნილი ჯანდაცვის სისტემა და ჩვენი ქვეყანა ჰუმანიტარული კოლაფსის საშიშროების წინაშე დადგა, გადავწყვიტეთ დრო არ დავკარგოთ და ვიმოქმედოთ!

,,ლელოს” ოფისებში ამოქმედდა ცხელი ხაზი, იმისთვის, რომ დაგეხმაროთ მოქალაქეებს ვაქცინის მისაღებად დარეგისტრირებაში.
კვალიფიციური ექიმები გაგიწევენ კონსულტაციას და ყველა თქვენს შეკითხვას გასცემენ პასუხს.

,,ლელოს” ლიდერი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე ჩაატარებს ონლაინ სემინარებს, ლაივ ჩართვებს რათა გაიზარდოს ინტერაქცია მოქალაქეებთან და მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდოთ მათ, ყველა არსებულ შეკითხვაზე.
გახსოვდეთ რომ ,,ლელო” ზრუნავს თქვენთვის, ახლა მთავარი არის თქვენი სიცოცხლე,"- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა