კორონავირუსის პრევენციის მიზნით “ლელო” აგრძელებს ოფისების დეზინფექციას, ხოლო პარტიის ის თანამშრომლები, რომელთა სამსახურში ყოფნა არ არის სავალდებულო, გადასულები არიან დისტანციურ მუშაობაზე.
რაც შეეხება თანამშრომლებსა და “ლელოს” ლიდერებს, როგორც bm.ge-ს პარტიიდან აცნობეს, უდიდესმა ნაწილმა ჩაიტარა PCR ტესტი, პასუხების 99% უკვე ცნობილია და უარყოფითია, შესაბამისად, “ლელო” აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და არჩევნებისთვის ემზადება.
აღსანიშნავია, რომ ტესტი გუშინვე ჩაიტარა მამუკა ხაზარაძის ოჯახის ყველა წევრმა და მათი პასუხებიც უარყოფითია. რაც თავად ხაზარაძის მდგომარეობას, ის კარგადაა და გუნდის სამუშაო განრიგში ონლაინ არის ჩართული.
კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურა “ლელოს” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე. მისი თქმით, “ლელო” ატარებს სახალხო კამპანიას და ამ რეჟიმის გამო, პარტიის ყველა წევრი თითქმის ყოველ მეოთხე დღეს PCR ტესტირებას იტარებენ.
“დღის განმავლობაში ბევრ ადამიანთან გვაქვს შეხება და ვგრძნობთ პასუხისმგებლობას მათ მიმართ. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ხელისუფლებას მიშვებული აქვს კოვიდ ეპიდემია. როგორც ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი?! ამას ყველაზე მწვავედ ვხედავ და ვწუხვარ, რომ დღეს ექიმები იქცნენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესის მონაწილეებად. ყველა წესის დაცვით აქტიურად გავაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს, გავალთ სოფლებში და რეგიონებში. “ლელო” გისურვებთ ჯანმრთელობას და აუცილებლად ჩავატარებთ არჩევნებს ყველა წესის დაცვით,” - განაცხადა კუპრაძემ.
“მათ, ვისაც გაუხარდათ “ლელოს” რიგებში კოვიდის დადასტურება, მინდა, რომ იმედები გავუცრუო, “ლელო” აგრძელებს სრულ სვლას გამარჯვებისკენ”, - ამის შესახებ პარტიის მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბა ბუაძე საუბრობს.
“ჩვენ ყოველდღიურად ვართ ველზე, შეუფერხებლად ვაგრძელებთ მუშაობას და ამომრჩეველთან კომუნიკაციას, მამუკა ხაზარაძეც თავს გრძნობს უკეთესად, აღარ აქვს სიცხე და ამიტომაც ყველა ფრონტზე, იქნება ეს ონლაინ, იქნება ეს ველზე, თუ ნებისმიერ სივრცეში, აქტიურად ვაგრძელებთ კომუნიკაციას ამომრჩეველთან 31 ოქტომბრამდე და ლელოს დამაჯერებელ გამარჯვებამდე. რაც შეეხება ჩვენს ოფისში მიმდინარე სამუშაოებს, ტარდება დეზინფექცია, როგორც ცენტრალურ ოფისში, ისე საქართველოს მასშტაბით “ლელოს” ყველა ოფისში. ჩვენ ძალიან ზედმიწევნით ვიცავთ უსაფრთხოების წესს, ყველა პროცედურის დაცვით ვმუშაობთ, მათ შორის, თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადასულია დისტანციურ მუშაობაზე და დისტანციურ რეჟიმზე. ამიტომაც, ეს ერთეული შემთხვევა არის ლოკალიზებული და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას,” - განაცხადა ბუაძემ.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას