17 აგვისტოს "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ და საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოსკოლების ასოციაციის თავმჯდომარემ, ილია მეკოკიშვილმა, პრესკონფერენცია გამართეს ავტოსაგზაო შემთხვევების უმძიმესი სტატისტიკისა და საგზაო უსაფრთხოების რეფორმირებაზე.
ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სტატისტიკა ასეთია: 6608 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 85 946 დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ყოველწლიურად 10 000 ოჯახი ზიანდება. სწორედ ამ პრობლემასა და მისი მოგვარების გზებზე ისაუბრეს “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა და ავტოსკოლების ასოციაციის თავმჯდომარემ. ილია მეკოკიშვილი სხვა ადამიანებთან ერთად იმუშავებს იმ რეფორმაზე, რომელსაც “ლელო”გეგმავს.
კახა კოჟორიძის თქმით, მოქმედი და ყველა წინა ხელისუფლების უპასუხისმგებლო, არაკომპეტენტურმა და გულგრილმა დამოკიდებულებამ შედეგად უმძიმესი სტატისტიკა მოიტანა. კოჟორიძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდას უწყობს ხელს.
“ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, შეექმნა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა მძღოლების პროფესიული მომზადების მაღალ სტანდარტს. შედეგად, მძღოლთა მომზადების დაბალი დონე და დაბალი კვალიფიკაცია არის ტრაგედიების ერთ-ერთი მიზეზი. საგამოცდო ბილეთები იბეჭდება წინასწარ, რასაც იზეპირებს პირი და გადის გამოცდაზე. ეს გახლავთ გამოცდების ჩატარების საბჭოური წესი. მსგავსი რამ არ ხდება ევროპის არცერთ ქვეყანაში. ცხადია, წინასწარ დაზეპირებული ბილეთები ვერ უზრუნველყოფს საკითხის სწავლასა და გააზრებას. პრობლემაა მოუწესრიგებელი გზა და მისი ინფრასტრუქტურა (ნიშნები, მონიშვნა, შუქნიშნები), რაც არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის მოთხოვნებს. არ არსებობს უწყება, რომელიც აკეთებს ავტოსაგზაო შემთხვევების მეცნიერულ შესწავლას, ანალიზს და პრევენციული ღონისძიებების სისტემურ დაგეგმვას. შსს მხოლოდ სტატისტიკას აღრიცხავს. ვიცით, რამდენი გარდაიცვალა და რამდენი დაშავდა. მაგრამ რატომ გვაქვს ასეთი კატასტროფული სტატისტიკა და როგორ გავაკეთოთ პრევენცია, ამაზე არავინ ფიქრობს,”-აცხადებს კოჟორიძე.
“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებასა და გამოსავალზე საუბრობს, რაც სისტემურ რეფორმაში გამოიხატება.
“უმთავრესია საბჭოური საგამოცდო სისტემის შეცვლა. წინასწარ დაბეჭდილი და დაზეპირებული ბილეთების ნაცვლად, მომავალში კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს მხოლოდ გააზრებული ცოდნის საფუძველზე. მძღოლის პროფესია უნდა გახდეს რეგულირებადი პროფესია, რადგან ის ევროპული სტანდარტით ითვლება მომეტებული საფრთხის შემცველ პროფესიად. უნდა მოხდეს სწავლება ლიცენზირებულ სკოლაში, სერტიფიცირებული მასწავლებლებისგან და გამოცდის ჩატარება ქალაქის პირობებში. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი აუცილებელია ქალაქის პირობებში. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, 2018 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა გაზრდილიყო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დღემდე ეს ვალდებულება არ არის შესრულებული. უნდა შეიქმნას ერთი სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება: შემთხვევების მეცნიერული ანალიზი და პრევენცია, საგზაო ინფრასტრუქტურის სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგება,”- აცხადებს კოჟორიძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო