მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლელო": არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ... ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია

5f9e9a4d22bd9
BM.GE
01.11.20 15:21
624
პარტია "ლელო საქართველოსთვის" 2020 წლის საპარლამენტო  არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"2020 წლის არჩევნები უნდა ყოფილიყო გარდამტეხი ჩვენი ქვეყნისთვის. “ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინა პერიოდი და არჩევნების დღე აქცია დაშინების, მოსყიდვის, ძალადობის და გაყალბების პროცესად. არჩევნები, რომელიც არ გამოხატავს თავისუფალი ადამიანების ნებას ვერ იქნება ლეგიტიმური. “ლელო“ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგს. მოვუწოდებთ ამომრჩეველს და სამოქალაქო საზოგადოებას ერთიანობისკენ... ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან.

“ლელო“ არ შეეგუება საქართველოში ხელისუფლების მიტაცებას და “ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დასამარებას", - ნათქვამია განცხადებაში. 
(NS)