მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავტორო უფლებათა ასოციაციის აუდიტი

BM.GE
19.05.23 14:17
165
საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ უწყება ცვლილების საჭიროებაზე მიუთითებს. 140 გვერდიანი აუდიტის ანგარიშში წერია რომ ასოციაციის საქმიანობა ბევრი ნაკლი აქვს, მათ შორის პრობლემურადაა დასახელებული შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის მეთოდი, კერძოდ, ასოციაცია დარიცხვის მეთოდის ნაცვლად, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ე.წ. საკასო მეთოდს იყენებს. ასევე უცნობია რა თანხის გადახდის ვალდებულება გააჩნდა ან გააჩნია ასოციაციას სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე. აუდიტის თანახმად, 2021 წელს საავტორო უფლებათა ასოციაციამ ჰონორარის სახით 3.8 მლნ ლარზე მეტი შეაგროვა, თუმცა ადმინისტრაციული ხარჯისათვის კი, გამოიყენა არა კანონით დადგენილი შეგროვილი თანხის 20, არამედ 47%. მსგავსი მდგომარეობა დაფიქსირდა 2022 წელსაც, შეგროვებული 5.4 მლნ ლარიდან ასოციაციის მართვის ხარჯმა, 2.1 მლნ შეადგინა, რაც შეგროვილი თანხის 40% იყო.

სტუმარი: ნიკოლოზ გოგილიძე - ადვოკატი ინტელექტუალური საკუთრების საკითხებში