15.სექტემბერი .2019 20:33

"ლელო" გუნდის წევრების საზოგადოებისთვის წარდგენას მომდევნო კვირიდან გეგმავს

views 222
უკან

"ჩვენ შემდეგი კვირიდან დავიწყებთ გუნდის წევრების წარდგენას საზოგადოებისთვის", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გუნდის წევრების წარდგენა შემდეგი კვირიდან დაიწყება და მუდმივად გაგრძელდება.

"პროცესი არის მუდმივი, ორგანიზაცია იზრდება, შესაბამისად ეს პროცესი (გუნდის და პროგრამის წარდგენის) არის საკმაოდ საინტერესო და დინამიური", - აცხადებს ჯაფარიძე.

ბადრი ჯაფარიძემ "ლელოს" მთავარ ეკონომიკურ გზავნილებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში აუცილებელია ლოგისტიკური და სატრანსპორტო მიმართულებების წინ წამოწევა, რადგან ფინანსური თვალსაზრისით საქართველო ისედაც მოწინავეა მთელს რეგიონში.

"რა თქმა უნდა, ეკონომიკური პროგრამა შემუშავებული იქნება. საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანაა, რომ რეგიონში ქვეყნის, როგორც ეკონომიკური მოთამაშის როლი გაძლიერდეს. რეალურად ვაქციოთ საქართველო მიზიდულობის ცენტრად, როგორც ტურიზმის, ასევე ლოგისტიკური და სატრანსპორტო თვალსაზრისით.

ფინანსური სერვისების თვალსაზრისით ისედაც არის წამყვანი ქვეყანა რეგიონში. ქვეყანა რეალურად უნდა გახდეს მოწინავე მოთამაშე რეგიონში და ეს აბსოლუტურად რეალურად გვეჩვენება", - აცხადებს "ლელოს" თანამფუძნებელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა