მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლელო" პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

5fa004697d890
ინგა მურუსიძე
02.11.20 17:10
815

"პარტია "ლელო საქართველოსთვის" პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს", - განცხადება პარტიაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, "ლელო" აგრძელებს ბრძოლას სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რათა ლეგიტიმური არჩევნები ჩატარდეს.

"ლელოს" პოლიტსაბჭომ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ "ლელო" არ აპირებს ამ პარლამენტში შევიდეს. გავაგრძელებთ ბრძოლას, საპროტესტო აქციებს ოპოზიციასთან ერთად, რათა საქართველოში ჩატარდეს ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა და ძალიან გვიხარია, რომ ოპოზიციური პარტიები სრულად ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს "ევროპული საქართველოც".