საპარლამენტო ფრაქცია "ლელო - არტნიორობა საქართველოსთვის" პლენარულ სხდომებს ბოიკოტს უცხადებს, სანამ ხელისუფლება ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას შესაბამისად არ დაიცავს.
განცხადება პარლამენტში ფრაქციის წევრმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.
“ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” დღეს აცხადებს, რომ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით და რეგლამენტით ჩვენთვის მონიჭებულ უფლებას და ვაცხადებთ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში მანამ, ვიდრე სახელმწიფო და ხელისუფლება არ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ადეკვატურ დაცვას და არ გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც შეიძლება, მის სიცოცხლეს უკავშირდებოდეს.
ფრაქციამ ამის შესახებ დღეს ოფიციალურად მიმართა პარლამენტს და მსურს, ხელისუფლებამ, ისევე როგორც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა მიიღონ ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ განაცხადი როგორც ძალიან სერიოზული გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა შედის უმძიმეს კრიზისში და შესაბამის რეაგირებას მოითხოვს როგორც ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან,” - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ფრაქციის კიდევ ერთი წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში. მესამე პრეზიდენტი უკვე ერთი თვეა შიმშილობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი