მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლელო": საერთაშორისო საზოგადოება მზადაა, ჩაერთოს განხილვებში, რომელიც ათასობით სარჩელს მოიცავს

5fa426ef811e2
BM.GE
05.11.20 21:11
690
“ჩვენ ყოველღიურად გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს გაყალბებულ არჩევნებზე. შედეგებს არ ვცნობთ და არ ვეთანხმებით,” - ამის შესახებ “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ საერთო ოპოზიციური და მშვიდობიანი მსვლელობის დროს განაცხადა.

“ეს არის ერთ-ერთი მშვიდობიანი აქცია. შესაბამისად, ოპოზიცია გააგრძელებს უწყვეტ პროტესტს. ჩვენ ვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს და სამართლებრივ ინსტრუმენტს, რომელიც დღეს კანონით არის გათვალისწინებული. ამის პარალელურად, საერთაშორისო საზოგადოება მზად არის, ჩაერთოს განხილვებში, რომელიც ათასობით სარჩელს მოიცავს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

“სარჩელების განუხილველად დატოვება არის თვალის დახუჭვა იმ აღმაშფოთებელ დარღვევებზე და გაყალბებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ამიტომ მე მოვუწოდებ ცესკოს, მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ყველა საჩივარი, რომელიც მომზადებულია ოპოზიციური პარტიების მხრიდან, იქნეს განხილული საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით. ეს არის მნიშვნელოვანი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პროტესტი არის ძალიან საფუძვლიანი", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.