პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ პრემიერობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა.
კანდიდატი პარტიის წევრმა დავით უსუფაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე ევროპული სტილის ქართველი პატრიოტია.
თავად ხაზარაძე აცხადებს, რომ მის შერჩევამდე საკმაოდ სერიოზული მსჯელობა გაიმართა.
„ლელო“ შევქმენით იმისთვის, რომ საქართველო გამოვიყვანოთ იმ მძიმე მდგომარეობიდან, რაშიც „ქართულმა ოცნებამ“ 8 წლის განმავლობაში ჩააგდო. ჩვენ გვაქვს სერიოზული მისია, რომ ამ ქვეყანაში დავამარცხოთ ჩვენი მთავარი მტერი - უმუშევრობა, სიღარიბე და არაპროფესიონალიზმი. დღეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩემი დასახელება, არამედ გუნდის, რომელიც იქნება იმ სწრაფი რეფორმის გატარების ბირთვი, რასაც ჰქვია “ახალი მარშალის გეგმა“, რომელიც შევიმუშავეთ ერთად და აქვს კონკრეტული მიზანი - ქვეყანა ძალიან სწრაფად დააყენოს ფეხზე, მოსპოს სიღარიბე, დაამარცხოს შიმშილი და გამართოს იგი ეკონომიკურად,“ - განაცხადა ხაზარაძემ.
„ლელოს“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ხაზარაძემ „ლელოს ახალი მარშალის გეგმის“ მიმართულებების ხელმძღვანელები დაასახელა:
1) ეკატერინე ქვლივიძე გაუძღვება თავდაცვის მიმართულებას.
2) ბადრი ჯაფარიძე ჩაიბარებს ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსურ მიმართულებას.
3) გიგლა მიქაუტაძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულება.
4) ანა ნაცვლიშვილი უხელმძღვანელებს იუსტიციის საქმეებს და სასამართლოს მიმართულებას.
5) ლევან კობერიძე - უხელმძღვანელებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებას.
6) განათლების, მეცნიერების და სპორტის მიმართულებას ფიქრია ჩიხრაძე ჩაიბარებს.
7) შინაგანი საქმეებს და სამართალდამცავ სისტემას კახა კოჟორიძე უხელმძღვანელებს.
8) გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებას ნიკა შურღაია ჩაიბარებს.
9) საგარეო საქმეები და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - დავით უსუფაშვილი.
10) ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან და დებთან შერიგების მიმართულებას სოსო ვახტანგაშვილი უხელმძღვანელებს.
11) კულტურის მიმართულებას მედეა მეტრეველი ჩაუდგება სათავეში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?