მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლესია უკრაინკას ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა"- ცვლილებაა რუსთაველიდან მოძრავ სატრანსპორტო ხაზზე

6390daebc5517
BM.GE
07.12.22 22:30
612
საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, ლესია უკრაინკას ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირიდან შევჩენკოსა და ზუბალაშვილების ქუჩის მიმართულებით მიმავალი ავტომობილებისთვის ლესია უკრაინკას ქუჩის ნაცვლად, გადაადგილება შესაძლებელია ჭიჭინაძის ქუჩის გამოყენებით.

აღნიშნული ქუჩებიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით კი, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ 9 აპრილის ქუჩის საშუალებით.
შეზღუდვა 9 დეკემბრის 23:00 საათამდე იმოქმედებს.