მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიბერთი ბანკისთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია უნიკალური ინფრასტრუქტურით მოვემსახუროთ სოციალური გასაცემლების მიმღებ პირებს"

628b5e8aab733
BM.GE
23.05.22 14:12
1275
ლიბერთისთვის აღნიშნული კონტრაქტის მომსახურება ათწლეულების განმავლობაში იყო და არის საქმიანობის მთავარი ფოკუსი. ლიბერთის არსებული უნიკალური ინფრასტრუქტურა, სისტემები, პროცესები და თანამშრომლების ცოდნა და უნარ-ჩვევები სრულად აწყობილი და მორგებულია სწორედ ამ საქმიანობის ოპტიმიზაციაზე.

ოცი წლის განმავლობაში, ლიბერთიმ ‘ფულადი გასაცემლების’ ოპერატიული, უწყვეტი და უსაფრთხო დარიგებისთვის შექმნა უპრეცედენტო და უნიკალური ფილიალების ქსელი: 400-ზე მეტი ფილიალი და 100-მდე მობილური სერვის ცენტრი ემსახურება 1,300-მდე სოფელსა და 64 მუნიციპალიტეტს. მათ შორის, 5 მუნიციპალიტეტში მხოლოდ ლიბერთის გააჩნია სერვის ცენტრი, ხოლო 12 მუნიციპალიტეტში ლიბერთი ბანკის გარდა მხოლოდ თითო, სხვადასხვა ბანკია წარმოდგენილი. 1,100 სოფელი, რომლებსაც დღეს ლიბერთი ემსახურება, მინიმუმ 5 კილომეტრით არის დაშორებული უახლოეს რაიონულ ცენტრს. სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები კი, სახლში ვიზიტით ემსახურებიან 30 000-მდე იმ მომხმარებელს, რომლებსაც ფიზიკურად არ შეუძლიათ ბანკში ვიზიტი ან ცხოვრობენ მაღალმთიან რეგიონებში.

ლიბერთი არის ერთერთი უმსხვილესი დამსაქმებელი საქართველოში - ჰყავს 4 500-მდე თანამშრომელი.

ბანკი მუდმივად აუმჯობესებს მომსახურებას და თავისი მომხმარებლებისთვის გააჩნია საბანკო მომსახურებასა და სერვისებზე დამატებითი ბენეფიტებისა და ლოიალობის პრივილეგირებული შეთავაზებები და სპეციალური პროგრამები.

ლიბერთი, 2017 წლიდან ახორციელებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის უნიკალურ პროგრამებსა და პროექტებს, რომლებიც სპეციალურად არის შემუშავებული აღნიშნული კონტრაქტის ბენეფიციარებისთვის.

2021 წელს ბანკის მიერ ჩატარებულმა კმაყოფილების კვლევამ აჩვენა, რომ ბანკის მომსახურებით კმაყოფილია გამოკითხულთა 90%.

‘მოხარული ვართ, რომ აღნიშნული ტენდერი გამჭვირვალედ და რაც მთავარია, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით ჩატარდა. შეგახსენებთ, ლიბერთიმ თავად მოითხოვა ვადაზე ადრე გამოცხადებულიყო ტენდერი და გამარჯვებული კი, ღია და გამჭვირვალე კონკურენციის შედეგად გამოვლენილიყო. ეს ჩვენთვის საამაყოა და ამავდროულად დიდ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.

ახალი ლიბერთის ახალი სტრატეგიის ფარგლებში, ჩვენ არ ვჩერდებით, დაგეგმილი გვაქვს სიახლეები შეთავაზებებში, საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებაში და დარწმუნებული ვარ, მომავალი წლების განმავლობაშიც ღირსეულად მოვემსახურებით ჩვენს მომხმარებელს, განსაკუთრებით კი უფროსი თაობის მომხმარებლებს.’- ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

(NS)