მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიბერთიმ" "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის მიგრაციის პროცესი დაასრულა

623052b0e347d
BM.GE
15.03.22 12:49
684
სს "ლიბერთი ბანკის" მიერ სს "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სასესხო პორტფელის მიგრაციის პროცესი დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ლიბერთი ბანკი" ავრცელებს.

ბანკის თანახმად, პორტირებაზე შესაბამისი კომუნიკაცია თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურად, ყველა მსესხებლისა და დეპოზიტარის ინტერესების დაცვით განხორციელდა.

"ვითიბი ბანკ ჯორჯიას" მცირე და საშუალო ბიზნეს მეანაბრეებსა და მსესხებლებს სს "ლიბერთი ბანკი" თავის ფილიალებში ემსახურება. მომხმარებელი დეტალურ ინფორმაციას მომსახურე ბანკირებისგან შეუფერხებლად იღებს.

სს ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით", - ნათქვამია განცხადებაში.