მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიბერთი" პრივილეგირებულ აქციებზე დივიდენდების გადასახდელად ემზადება

62d10459ba913
ნინო ტაბატაძე
15.07.22 10:51
859
"ლიბერთი" პრივილეგირებულ აქციებზე დივიდენდების გადასახდელად ემზადება.

ბანკის აქციონერები ამ საკითხზე 22 ივლისს იმსჯელებენ და თუ მენეჯმენტის შეთავაზება მოწონებას დაიმსახურებს, აქციონერები დივიდენდს 23 აგვისტოს მიიღებენ.

მენეჯმენტის შეთავაზება ითვალისწინებს თითოეულ ე.წ. პრივილეგირებულ აქციაზე 0.17 ლარის დივიდენდის გადახდას. ლიბერთის 4 565 384 პრივილეგირებული აქცია აქვს გამოშვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ დივიდენდის ჯამური მოცულობა 776,115.28 ლარი იქნება.

აღსანიშნავია, რომ „პრივილეგირებული აქციების“ ემისიის საბოლოო პროსპექტის შესაბამისად, ბანკი ასეთი აქციების მფლობელებს ყოველწლიურად უხდის გასული კალენდარული წლის კუთვნილ „დივიდენდს“ წლიური 17%-ის ოდენობით. 2021 წლის IFRS კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „ბანკის“ მოგებამ 42.3 მილიონი ლარი შეადგინა.

ცნობისთვის: ძირითადად არსებობს ორი სახის აქცია – ჩვეულებრივი და პრივილეგირებული. ჩვეულებრივი აქციების მფლობელებს შეუძლიათ, დაესწრონ აქციონერთა კრებებს და გადაწყვეტილებებზე ხმის მიცემის უფლება აქვთ, თუმცა გარანტირებული არა აქვთ დივიდენდის მიღება. პრივილეგირებული აქციის დროს კი პირიქით, მისი მფლობელი არ ერევა კომპანიის მართვაში, მაგრამ გარკვეული მოცულობის დივიდენდი გარანტირებულად ეძლევა. აქციონერს ორივე სახეობის აქციის გაყიდვა შეუძლია.