მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიბერთი" ყველა სესხს საბაზრო პირობებით გასცემს - ვასილ ხოდელი

61950a68bcfb5
BM.GE
17.11.21 18:03
984
„იყო პერიოდი, როდესაც ე.წ. საპენსიო სესხი 110%-ით გაიცემოდა, ამიტომ აბსოლუტურად მესმის ჩვენი მომხმარებლის, რომელსაც ეს საკითხი აწუხებდა და შესაძლოა ახლაც აწუხებს. დღეისათვის „ლიბერთი“ საბაზრო პირობებით ოპერირებს და ამ კუთხით ბანკის მიმართ პრეტენზიების წაყენება სპეკულატიურია“, - ამის შესახებ ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა განაცხადა.

მისი თქმით, „ლიბერთის“ ახალმა მენეჯმენტმა ბანკში მისვლისთანავე დაიწყო სესხის პროცენტის შემცირებაზე მუშაობა და ახლა ეს განაკვეთი 30,65%-ია.

ვასილ ხოდელმა ექსპერტებს თხოვნით მიმართა, დაინტერესდნენ ამ საკითხით, რადგან კომპეტენტური ანალიზი მნიშვნელოვანია.

„ჩვენ გადავხედეთ ყველა პირობას და მინდა განვაცხადო, რომ დღეისათვის „ლიბერთი“ ყველა პროდუქტს გასცემს საბაზრო პირობებში. ვთხოვ ექსპერტებს, მათაც ჩაიხედონ ამ საკითხში, რადგან მნიშვნელოვანია ანალიზი და რეალური სურათის ჩვენება, რა არის საბაზრო პირობები დღეს და რამდენად შესაბამისობაშია „ლიბერთის“ შეთავაზებები ამ კუთხით“, -  აღნიშნა გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში "ლიბერთის" გენერალურმა დირექტორმა.