მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიბერთის" პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართა

61af0471c2588
ვიქტორია მღებრიშვილი
07.12.21 11:05
371
“ლიბერთის” გენერალური პარტნიორობით გამართულ საერთაშორისო შეჯიბრზე Future Agro Challenge გამარჯვებული გამოვლინდა.

ტექნოპარკში ჩატარებული კონკურსის ჟიურიმ წლის აგროპრენერად Ozone Georgia (Hydrogen Technology) დამფუძნებელი გიორგი წივწივაძე დაასახელა.

Future Agro Challenge-ს მართული მიზანი სტარტაპების, ინოვატორების, „აგროპრენერების”, ფერმერების, მეწარმეების, აგროტექნოლოგების, აგროტურიზმითა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერა და გაძლიერებაა.



დაფინანსებადი საკვების, აგროტექნოლოგიების, აგროტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში ინოვაციების აღმოსაჩენად და გლობალური თანამშრომლობის წასახალისებლად ღონისძიებამ სხვადასხვა ქვეყნის ეკოსისტემის მონაწილეებს უმასპინძლა.

„ლიბერთი" ულოცავს გამარჯვებულს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრში წარმატებას და წლის აგროპრენერის წოდების მიღებას. Future Agro Challenge Georgia საშუალებას გვაძლევს წარმოვაჩინოთ სიახლეების მაძიებელი ნიჭიერი ადამიანები, ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას და რეგიონში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.

ჩვენი სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ კი მომხმარებლისთვის არაერთი სიახლის შეთავაზებასთან ერთად, მარტივი მომსახურებით აგრობიზნესის განვითარებას, ახალგაზრდების და მათი ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს", - განაცხადა Future Agro Challenge Georgia-ს ჟიურის წევრმა, "ლიბერთის" მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულების დირექტორის მოადგილე ირაკლი აბაშიძემ.

საერთაშორისო შეჯიბრში გამარჯვებულმა ფულად ჯილდოსთან ერთად მიიღო წვდომა მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც საბერძნეთში, 2022 წელს ჩატარდება.
(R)