11.ივლისი .2022 19:27

"ლიბერთის" შეხვედრების სერია "ბიზნეს დიალოგი“ აჭარაში (R)

"ლიბერთის" შეხვედრების სერია "ბიზნეს დიალოგი“ აჭარაში (R)
views 378
უკან

ამჯერად ლიბერთი, პარტნიორებთან ერთად, აჭარის რეგიონის აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს, ბათუმში, სასტუმრო "კოლიზეუმში“ შეხვდა.

"ბიზნეს დიალოგის” მოწვეული სპიკერები იყვნენ ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA), სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ და New Vision დაზღვევის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე, რაც დღეს ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.

"სააგენტო "აწარმოე საქართველოში“ აქტიურად თანამშრომლობს ლიბერთისთან და სხვა კომერციულ ბანკებთან და ასევე სალიზინგო კომპანიებთან. ჩვენი სააგენტოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. დიალოგის ფორმატით, ძალიან ღირებულია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც საბანკო შეთავაზებების შესახებ, ასევე სახელმწიფო ხელშემწყობი პროგრამების შესახებ, რომელსაც სააგენტო, ლიბერთი ბანკთან ერთად, ფინანსური მხარდაჭერის და საგარანტიო მიმართულებით ახორციელებს“ - თეონა ბაბუნაშვილი, ,,აწარმოე საქართველოში“, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის, სახელმწიფო პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი.

"ლიბერთი" სოფლის განვითარების სააგენტოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების სერია, კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის ერთმანეთთან საუბრისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ბიზნესში წარმატების მისაღწევადაა აუცილებელი. სოფლის განვითარების სააგენტოს სახელით, აჭარის რეგიონის ბიზნეს წრეებს გავაცანით ამომწურავი ინფორმაცია ჩვენი ყველა პროექტის შესახებ.

ასევე, ვისუბრეთ ყველა იმ სიკეთეზე, იქნება ეს ფინანსური რესურსი თუ სხვადასხვა სახის დახმარება, რომელიც ბენეფიციარებს საკუთარი ბიზნესის მართვაში გამოადგებათ. მივესალმებით ლიბერთის ინიციატივას, რომელიც ბიზნესისთვის ახალ პროექტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს“, - აცხადებს გიორგი ჯიბლაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე.

"ნიუ ვიჟენ დაზღვევა” მხარს უჭერს ლიბერთი ბანკის ინიციატივას ,,ბიზნეს დიალოგი”, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს. ჩვენ, როგორც ლიბერთის ერთ-ერთი პარტნიორი, მოხარული ვართ, რომ ბათუმში შევხვდით ბიზნეს სექტორს. ვესაუბრეთ ჩვენს პროდუქტებზე და იმ სამომავლო პერსპექტივებზე, რითაც შეიძლება დაზღვევა დაეხმაროს მათ თავიანთი ბიზნესის განვითარებაში“, - აცხადებს გია ბარკალაია ,,ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი.

,,ლიბერთის ახალი ინიციატივა ,,ბიზნეს დიალოგი“ წარმოადგენს რეგიონალური შეხვედრების სერიას, რომლის ფარგლებში, პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონში ტარდება შეხვედრები აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების მიზანია, რეგიონებში უშუალო კავშირი როგორც ამჟამად არსებულ, ასევე პოტენციურ მომხმარებლებთან. დიალოგის ფორმატი, კარგი საშუალებაა, რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ მეწარმეებთან, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და შევისწავლოთ აგრო და ბიზნეს კომპანიების საჭიროებები და სურვილები. ასევე, გავაცნოთ ლიბერთის შესაძლებლობები და ჩვენს პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი პროექტები. ვიმედოვნებთ, მსგავსი ტიპის შეხვედრები როგორც ბანკისთვის, ასევე ბიზნესისთვის ნაყოფიერი იქნება და იდეების ურთიერთგაზიარება, შესაბამისად ახალი საბანკო შეთავაზებების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

"ლიბერთი" წლის ბოლომდე ,,ბიზნეს დიალოგის” შეხვედრებს, საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.
(NS)