"საქართველოს ბანკი" სტუდენტების დასაქმების მხარდასაჭერად ლიდერატორის პროგრამის განხორციელებას აგრძელებს.
როგორც ბანკიდან BM.GE-ის აცნობეს, ბანკი III-IV კურსის სტუდენტებს 12 პროგრამას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც ისინი სამუშაო გამოცდილების მიღებას ბანკის 40-მდე დეპარტამენტში შეძლებენ. ლიდერატორის მთავარი მიზანია კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე შეუწყოს ხელი ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებას.
სტუდენტები 1 წლის განმავლობაში, როტაციის პრინციპით სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა პოზიციებზე იმუშავებენ. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბანკის ფუნქციონირების 360°-ით დანახვას და კონკრეტული მიმართულებების შესახებ სრულყოფილი ხედვის ჩამოყალიბებას. ამასთან, პროექტში ჩართული სტუდენტების განვითარებას გუნდის პროფესიონალი მენეჯერები ინდივიდუალური მენტორინგითა და ტრენინგებით უზრუნველყოფენ.
პროგრამაზე რეგისტრაცია დღეს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ პროგრამა ანაზღაურებადია და მაქსიმალურადაა მორგებული სტუდენტების სწავლის გრაფიკს.
„ახალგაზრდა ლიდერების მომზადება საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. პროექტის ფარგლებში, მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების მიღებას სტუდენტები ბანკის 40-მდე დეპარტამენტში შეძლებენ. წელს დავამატეთ ისეთი მიმართულებებიც, როგორიცაა HR, მარკეტინგი და ციფრული არხების განვითარება. ვფიქრობთ, ლიდერატორი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ახალგაზრდებისთვის კარიერული გეგმების განსაზღვრასა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ სტუდენტებს ამ საინტერესო და მათთვის მნიშვნელოვან ეტაპზე. გვჯერა, რომ ეს ყველაფერი დადებითად აისახება როგორც ახალგაზრდების, ასევე ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, ბანკი სტუდენტურ პროგრამებს მათი კარიერული წინსვლის მხარდაჭერის მიზნით 2014 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში უკვე 154 ახალგაზრდა დასაქმდა. პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, ბანკმა წარმატებით შეძლო 2020 წელს დაგეგმილი პროგრამების ონლაინ ადაპტირება და სტუდენტებისთვის პროექტის 9 სხვადასხვა მიმართულებით შეთავაზება.
ლიდერატორის პროგრამაზე დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bankofgeorgia.ge/ka/about/career/lideratori?utm_source=News&utm_medium=Press_release&utm_campaign=Youth_Lideratori&utm_content=January
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი