მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლილო მოლი“: 6000 მაღაზიაა... მზად ვართ, ნებისმიერ დროს შეგვამოწმონ

5ee8cabb558d5
ვიქტორია მღებრიშვილი
17.06.20 10:15
3386
"ლილო მოლის“ ბაზრობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ბაზრობებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით გაიხსნა, - ამის შესახებ BM.GE-ის „ლილო მოლის“ შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ტიტე ჯიჭონაიამ განუცხადა.

მისი თქმით, ბაზრობა გასახსნელად 2 თვის განმავლობაში ეტაპობრივად ემაზდებოდა და მხოლოდ შემოწმების შედეგად მიეცათ ამოქმედების ნებართვა.

„როგორც რეკომენდაციებში წერია, გატარდა საჭირო ღონისძიებები, რაზეც ორი თვის განმავლობაში ვმუშაობდით. მთელი ტერიტორია აღიჭურვა შესაბამისი უსაფრთხოების საშუალებებით. შემდგომ მოვიდნენ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები, შეგვამოწმეს, მივიღეთ მითითებები, რომელიც გავითვალისწინეთ და გამოვასწორეთ ხარვეზები. 2-3 გადამოწმების შემდეგ აღმოიფხვრა ყველა უზუსტობა და ამის შემდეგ მოგვცეს ამოქმედების ნებართვა.
ინსპექტირების დეპარტამენტიდან მივიღეთ ცნობად, რომ გავიხსნებოდით და შემდგომში მოხდებოდა გადამოწმება. ჩვენ უზრუნველვყოფთ რომ ბაზრობაზე იყოს უსაფრთხოების ნორმები დაცული; ყოველთვის მზად ვართ, რომ შეგვამოწმონ“, - განაცხადა ტიტე ჯიჭონაიამ.

„ლილო მოლის“ შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თქმით, ბაზრობაზე, დაახლოებით, 6 000 მაღაზიაა და „ლილო მოლის“ ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ თითოეულმა მათგანმა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით იმუშაოს.

„უსაფრთხოების ნორმების დასაცავად გაწეული ხარჯი არის გამიჯნული - ნაწილი ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯია, ნაწილი კი -  მაღაზიის მეპატრონეების. 

თავის მხრივ, ბაზრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ვიზიტორთა ნაკადის კონტროლს და ასევე, გავაკონტროლებთ მაღაზიებს, რომ მათ მომხმარებელთა მომსახურება არსებული რეკომენდაციების შესაბამისად შეასრულონ. ვამუშავებთ რამდენიმე საინფორმაციო ჯგუფს იმისთვის, რომ მოხდეს წესების დაცვა როგორც მომხმარებლების, ასევე, მოვაჭრე სუბიექტების მიერ“, - ამბობს ტიტე ჯიჭონაია.