მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლილო მოლი": შაბათ-კვირას არ გვხსნიან, მაგრამ ცხვირს ვერ ჩამოვუშვებთ...იმედი ჩაისახა

6012b1bf20d44
ინგა მურუსიძე
28.01.21 16:43
4191
„ლილო მოლის“ დირექტორის, გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, დღეს მთავრობის წევრებთან შეხვედრისას დარწმუნდნენ, რომ ღია და დახურული ბაზრობების გახსნა 15 თებერვალს არ გასცდება.

კვარაცხელიას თქმით, მთავრობამ ბიზნესი დაარწმუნა, რომ გახსნის თარიღი შესაძლოა 1 თებერვალს დაუხლოვდეს, თუმცა, გადაწევით არ გადაიწევს.

„ვიკამათეთ, ვისაუბრეთ ბევრი. შაბათ-კვირას არ გვხსნიან ჯერჯერობით, თუმცა როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ სურათს მივიღებთ მომდევნო ორ კვირაში. ყველაფერი დამანგრეველი და რთულია, მაგრამ ცხვირს ვერ ჩამოვუშვებთ. ყველა მეწარმემ, რომელიც ჩვენთან მუშაობს, ზუსტად იცის როდისმ რა უნდა აკეთოს და როდის უნდა გაბრაზდეს. პროტესტი ახლა გამოსავალი არ არის, გამოსავალია ერთად შრომა და ერთად კეთება, შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღება, რისი იმედიც ჩაისახა“, - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე ტრანსპორტის გახსნაზეც იყო საუბარი და ბაზრობებთან ერთად ამაზეც ითქვა, რომ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას დააკვირდებიან.

„მცდელობა არის, რომ ეკონომიკური გუნდი ჩვენს მხარეს იდგეს და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი, იმიტომ, რომ სხვა გზა არ არის. ყველაფერი ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული და იმაზე, თუ როგორ შევასრულებთ რეკომენდაციებს“, - აღნიშნა მან.