„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორის თქმით, ბაზრობის და იქ მოქმედი მეწარმეების ზარალის დათვლა ჯერ ადრეა, თუმცა ზარალი უზარმაზარია. ამის შესახებ გიორგი კვარაცხელიამ მთავრობის და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებული და პირველად გაცხადებული გეგმის მიხედვით, წინასაახალწლო პერიოდში სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები რამდენიმე დღით ამუშავდებოდნენ და შემდეგ უკვე 16 ინავრამდე დაიკეტებოდნენ, თუმცა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე სავაჭრო მოლებმა მუშაობა განახლეს, ხოლო ბაზრობები, მათ შორის „ლილო მოლი“ არ გახსნილა. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ არასასურსათო ვაჭრობის ობიექტები ვერც იანვარში განაახლებდნენ მუშაობას, რადგან 28 ნოემბერს დადგენილი შეზღუდვები მთავრობამ 1 თებერვლამდე გაახანგრძლივა.
"ზარალზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა. ბიზნესის "აგორება" ადვილი არ იქნება. ზარალი უზარმაზარია, იმიტომ რომ ჩვენს მეწარმეებს, რომლებმაც საახალწლოდ ჩამოიტანეს საქონელი, ფაქტობრივად, ამ საქონლის მომავალი წლისთვის შენახვა მოუწიათ; ამდენად, ზარალი დიდი გვაქვს, მაგრამ მთავარია, ამ პანდემიური სიტუაციიდან გამოვიდეთ და ბიზნესი და მოსახლეობა დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას“, - განაცხადა კვარაცხელიამ.
„ლილო მოლის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან მათ მიიღეს გარკვეული შეღავათები, როგორიცაა დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი და 750 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება, თუმცა „ერთადერთი ნაწილი, რაც შეღავათის სახით შეუძლია სახელმწიფოს გაგვიწიოს არის ქონების გადასახადის გადავადება“ - აღნიშნა გიორგი კვარაცხელიამ.
აღსანიშნავია, ისიც რომ გუშინ და დღეს სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციაში დაიბარეს და აცნობეს, რომ მათ დასაქმებულების ტესტირება საკუთარი ხარჯებით მოუწევდათ.
შეხვერდის შემდეგ „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ თანამშრომელთა ტესტირება იმ ინტენსივობით მოხდება, რომ ეს მეწარმეებს დიდ ხარჯად არ დააწვება და ამავე დროს ეპიდვითარების გაკონტროლება შეეძლებათ. „ტესტირება ლოგიკურია თუ ჯანმრთელობაზე ვფიქრობთ. ჩავთვალოთ, რომ ჯანმრთელობასთან ერთად ჩვენ გავხსნით იმ საწარმოებს, რომელიც დახურული იყო და ორივე ერთად შეთავსებით გააგრძელებს ცხოვრებას, ისე რომ არც ჯანმრთელობა დაზარალდეს და არც ეკონომიკა“, - განაცხადა „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?