მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესტონეთმა, ბელგიამ და ბულგარეთმა რუსული გემებისთვის პორტები დაკეტეს

625d5d58b35bd
მარიამ ვარადაშვილი
18.04.22 16:50
926
ბელგიამ, ესტონეთმა და ბულგარეთმა რუსულ გემებს საკუთარ პორტებში შესვლა აუკრძალა. ამით მათ ევროკავშირის მიერ მიღებული სანქციის ერთ-ერთი ზომა შეასრულეს, რაც ევროკავშირის პორტების რუსეთისთვის დახურვას ითვალისწინებს.

მანამდე რუსულ გემებს პორტები იტალიამ ჩაუკეტა. საუბარია სანქციების მე-5 პაკეტზე, რომელიც სხვა ზომებთან ერთად რუსეთის გემების ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვასაც მოიცავს.

რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციას ევროკავშირმა სანქციებით უპასუხა. სანქციების პირველი პაკეტი რუსეთმა ომის დაწყებამდე, დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ მიიღო. რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ კი მეორე პაკეტი დამტკიცდა. ამის შემდეგ ევროგაერთიანებამ სანქციების რამდენიმე პაკეტი კიდევ მიიღო. ევროკავშირმა რუსეთის რვა ბანკი SWIFT-ის სისტემიდან გათიშა.

გარდა ამისა, ევროკავშირმა დააწესა სანქციები რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ. ევროკავშირის სანქციები რუსეთს უმნიშვნელოვანეს კაპიტალის ბაზრებზე უზღუდავს წვდომას. ეს სანქციები ევროკავშირის სავაჭრო ბირჟებზე რუსეთის სახელმწიფო კომპანიების აქციებით ნებისმიერი სახის ოპერაციას კრძალავს.