12.ნოემბერი.2018 16:44
ეკონომიკა

"ლიზინგის მიმართულება და დარგი, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს"

"ლიზინგის მიმართულება და დარგი, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს"
ლიზინგის ასოციაციის ხელმძღვანელი აიეტ კუკავა ფინანსთა სამინისტროს, პარლამენტსა და ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ლიზინგის სისტემის თავისებურებები რეგულაციების შემუშავებისას.

"საფინანსო დარგის მოთამაშეები ბანკები, მიკროსაფინანსეობი და ლომბარდები, ჭარბვალიანობის პრობლემებთან არის ასოცირებული და ეს რეგულაციები ავტომატურად გადმოიტანეს ლიზინგში ისე, რომ არ უფიქრიათ-სხვა დარგსაც ეხებოდა, ის ავტომატურად ჩვენს დარგსაც შეეხო. რეგიონში ყველა ქვეყანა გვჯობს ლიზინგის განვითარებით, 15 წელია ეს მიმართულება ვერ განვითარდა და ახლა ისეთ შეზღუდვებს უწესებენ, რომ შესაძლოა დარგი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს", - განაცხადა აიეტ კუკავამ გადაცემაში "საქმიანი დილა“.

მისი განცხადებით, საქართველოს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით 66-ე ადგილზეა და ამის უმთავრესი მიზეზი ფინანსური ხელმისაწვდომობის დაბალი მაჩვენებელია, ამ სიტუაციაში კი ხდება ლიზინგის "გაწირვა“.

"ჭარბვალიანობას ლიზინგი არ იწვევს, ის ერთადერთი მექანიზმია ბაზარზე, რომელიც საშუალებას იძლევა აქტივი მისცე ადამიანს, რომელსაც გირაო არ აქვს. ადამიანს შეუძლია აქტივი იქირაოს, არ ჰქონდეს საკუთარ ბალანსზე და იმ დღიდანვე დაიწყოს შემოსავლის გენერირება".-აღნიშნა კუკავამ. მისი თქმით, ლიზინგი თავისი სპეციფიკით იგივე ინვესტიციაა და ეკონომიკის ზრდის ინდიკატორიც - თუკი ლიზინგი იზრდება, იზრდება ეკონომიკაც.

ლიზინგის ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა დაინახოს ლიზინგის განვითარების მნიშვნელობა, როგორც სოფლის მეურნეობაში, ისე ტურიზმში, სამშენებლო მრეწველობასა თუ მძიმე მრეწველობაში.

"ესაა დარგი, რომელიც სჭირდება არა მხოლოდ მსხვილ წარმოებებს, არამდეს მცირე, საშალო და მიკრო ბიზნესსაც კი. მაგალითად, სოფლის მეურნეობაში ლიზინგის როლი უზარმაზარია, თავისთავად სოფლის მეურნეობის განვითარება კი ტურიზმის განვითარებას უკავშირდება, რომ საკვების საყიდლად ფული, ისევ საზღვარგარეთ არ გავიდეს", - აღნიშნა კუკავამ.

მისი ინფორმაციით, ამჟამად გაურკვეველ მდგომარეობაში არიან და კონსულტაციებისთვის პარლამენტი ეროვნულ ბანკთან, ბანკი კი ისევ საკანონმდებლო ორგანოსთან ამისამართებს.

შეგახსენებთ, რომ ლიზინგის ასოციაციამ საკითხის მოსაგვარებლად ფინანსთა სამინისტროს ღია წერილით მიმართა, სადაც რეგულაციების კუთხით, დარგის სპეციფიკის გათვალისწინებას ითხოვენ. ერთერთი მოთხოვნაა, რომ ფინანსური ინსტიტუტებისთვის დაწესებული ეფექტური 50 %-ის ზღვარი დაბალია და ლიზინგის შემთხვევაში მინიმუმი ზღვარი 75%-ზე უნდა აიწიოს, ასევე 200 ათას ლარიანი ლიმიტი იურიდიულ პირებს არ შეეხოს.
ავტორი: თამუნა დემეტრაშვილი

20.აპრილი.2019 16:48
25

ჩინეთი საქართველოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ტექნიკით დაეხმარება

ვრცლად
20.აპრილი.2019 16:05
99

„ოცნებამ“ ეკონომიკის მინისტრი 5-ჯერ შეცვალა - კომერციულ ატაშეებს კი, 3 წელია ვერ ნიშნავს

ვრცლად
20.აპრილი.2019 15:10
57

Flyhelp-ის მგზავრთა უფლებებს ევროკომისიაში დაიცავენ

ვრცლად
20.აპრილი.2019 14:30
269

საქართველოს N1 საექსპორტო პარტნიორი ჩრდილოელი მეზობელია - რა გაგვაქვს რუსეთში?

ვრცლად
20.აპრილი.2019 13:48
78

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
20.აპრილი.2019 13:44
128

შსს-მ „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნა - დაკავებულია 3 პირი

ვრცლად