12.მაისი .2021 19:08

"ლოდში სრული ჩაკეტვა ცხადდება, არ გახვიდეთ ქუჩაში" - ისრაელში საქართველოს საელჩოს მორიგი განცხადება

"ლოდში სრული ჩაკეტვა ცხადდება, არ გახვიდეთ ქუჩაში" - ისრაელში საქართველოს საელჩოს მორიგი განცხადება
views 331
უკან

ქ. ლოდში 20:00 სააათიდან ცხადდება სრული ჩაკეტვა - კომენდანტის საათი - ისრაელში საქართველოს საელჩო მორიგ გაფრთხილებას ავრცელებს.

საელჩო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს არ გავიდნენ ქუჩაში.

"საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომებს", - წერია საელჩოს გაფრთხილებაში.

ცოტა ხნის წინ საელჩომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ:

"18:00 სთ-დან შესაძლებელია დაიწყოს სარაკეტო შეტევა ისრაელის ცენტრის მიმართულებით.
აშკელონი; აშდოთი; ბეერ-შევა; შდეროთის გარდა, საფრთხის ქვეშაა იავნე, გადერა, ხოლონი, ბათ იამი, რიშონ ლეციონი, თელ-ავივი, ბნეი ბრაკი, გივატაიმი, რამათ განი, რამათ ავივი, ლოდი, რამლე, ჰერცელია, კფარ შმარიაჰუ. გთხოვთ, დაბრუნდეთ საცხოვრებელ ადგილებში. თავი შეიკავეთ ღია სივრცეში ყოფნისგან;
განგაშის დროს შედით თავშესაფარში ან საცხოვრებელი შენობის კიბის უჯრედში. გაუფრთხილდით თავს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ღაზის სექტორიდან ბოლო რამდენიმე დღეა ისრაელის არაერთი ქალაქის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმები ხორციელდება. თავის მხრივ საპასუხო იერიშები ისრაელის მხარემაც განახორციელა.