მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლოქდაუნამდე" ავეჯის, ელექტროტექნიკის და საყოფაცხოვრებო საქონლის რეალიზაცია 90%-ით გაიზარდა

5fc112f62be7f
შოთა ტყეშელაშვილი
27.11.20 19:25
1087
საქართველოში ელექტროტექნიკის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავეჯისა და სხვა გრძელვადიანი მოხმარების საგნების გაყიდვები მკვეთრად არის გაზრდილი. TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 18-24 ნოემბრის პერიოდში ამ საქონლის გაყიდვები, დაახლოებით, 90%-ით გაიზარდა.

“ავეჯსა და სხვა საყოფაცხოვრებო საქონელზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი წინა კვირასთან შედარებით გაიზარდა და 18-24 ნოემბრის პერიოდში წლიურმა ცვლილებამ +92% შეადგინა.

ელექტრონიკაზე უნაღდო ხარჯვის ზრდა წინა კვირასთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა და წ/წ +88% შეადგინა.

სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯების წლიური ცვლილება წინა კვირასთან შედარებით გაიზარდა და წ/წ +56% შეადგინა", - ნათქვამია ანგარიშში.

TBC Capital-ის თანახმად, წლიურ ჭრილში ამ საქონლის გაყიდვების ასეთი მკვეთრი ზრდა აქამდე არ დაფიქსირებულა. ანგარიში 18-24 ნოემბრის პერიოდს ასახავდა, შესაბამისად მაღალი ალბათობით 25-27 ნოემბრის პერიოდში გაყიდვების ზრდის კიდევ უფრო მაღალი ტემპი დაფიქსირდებოდა, რადგან 28 ნოემბრიდან საქართველო მკაცრი ლოქდაუნის პირობებში შედის.

სწორედ ამ ფაქტორის გამო, დღეს სავაჭრო ცენტრები გადატვირთული იყო, მოსახლეობას თბილისის ქუჩებში არსებულ მრავალსაათიან საცობებში მოუწია დგომა. 

თავის მხრივ, დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ სავაჭრო მოლები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მათთვის საქმიანობის აკრძალვით 17,000 ადამიანის სამუშაო  რისკის ქვეშ დგება.