მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლოქდაუნი" – სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ეძებდნენ წელს კოლინზის ლექსიკონში

5faa9005c7255
ნათია თაქთაქიშვილი
10.11.20 21:45
11541
კოლინზის ინგლისური ენის ლექსიკონის ვებ-გვერდი, 2020 წელს ყველაზე ხშირად მოძებნად სიტყვას ასახელებს. ეს სიტყვა „ლოქდაუნია“ (Lockdown). ამის შესახებ CNN-ი წერს.

კოლინზი აცხადებს, რომ საიტზე რეგისტრირებულმა დაახლოებით 250,000 მომხმარებელმა მოიძია „ლოქდაუნის“ მნიშვნელობა მიმდინარე წელს, მაშინ როდესაც 2019 წელს მხოლოდ 4,000 მომხმარებელი დაინტერესდა ამ სიტყვის მნიშვნელობით.

მიმდინარე წლის ყველაზე ხშირად მოძებნადი სიტყვების ჩამონათვალში ასევე შედის კორონავირუსი (coronavirus), შვებულებაში გაშვება (furlough) და წამყვანი თანამშრომელი (key worker).

კოლინზის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული სიტყვების აქტუალურობა გასაკვირი არც არის, რადგან პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ადამიანების ცხოვრებაზე.

სიტყვა "ლოქდაუნი" ლექსიკონში განმარტებულია, როგორც გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოგზაურობაზე, სოციალურ ინტერაქციაზე და საჯარო ადგილების წვდომაზე.