მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლუფთჰანზა" მასშტაბურ რეორგანიზაციას გეგმავს

5ede7a0a2d568
მარიამ ადამია
08.06.20 23:30
1403
ავიაკომპანია Lufthansa მასშტაბურ რეორგანიზაციას გეგმავს, რომლის თანახმადაც ნომერ პირველი ნაბიჯი მომსახურე პერსონალის შემცირება იქნება, შემდეგ ეტაპზე კი ძირითად აქტივებს გაყიდიან. როგორც Euronews-ი წერს, ცვლილებები მიზნად სახელმწიფოსთვის 9 მილიარდი ევროს ღირებულების კრედიტის დაბრუნებას ისახავს, რომელიც მან მაისში მიიღო. ამას ემატება პირველ კვარტალში 2 მილიარდი ევროს ოდენობის ზარალი და წინასწარი პროგნოზი, რომლის თანახმადაც ძველი პოზიციების დაბრუნებას წლები დასჭირდება. ამიტომაც მიმდინარე წელს კომპანიაში სამსახურიდან წავა მინიმუმ 10 ათასი თანამშრომელი და პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში Lufthansa გერმანიის საფონდო ინდექსს DAX დატოვებს.

როგორც ჩანს გერმანულ ავიაკომპანიას რთული წელი ელოდება, ისევე როგორც იტალიურ "ალიტალიას", რომელიც ორთვიანი პაუზის შემდეგ, ემზადება შიდა და გარე ფრენების აღდგენისთვის, პირველი მიმართულება კი იქნება ნიუ-იორკი, მადრიდი და ბარსელონა. კომპანიის გეგმის თანახმად, ივნისში 36%-ით მეტი რესის შესრულდება მაისთან შედარებით, ხოლო მესამე კვარტალში, პანდემიის დაწყებამდე არსებული მდოგომარეობის 40%-ი აღდგენა იგეგმება. ვნახოთ რა გამოუვა, თუმცა ფაქტია, რომ არასახარბიელო ფინანსურმა ვითარებამ განაპირობა ამ შემთხვევაშიც სახელმწიფოს ჩართულობა, რომელიც 3 მილიარდი ევროს ფინანსურ დახმარებას გულისხმობს.

კორონავირუსი რომ დამანგრეველი აღმოჩდა ავიაციისთვის, ამ ფაქტს ადასტურებს ყველა ავიაკომპანია, მათ შორის EasyJet, რომელიც თანამშრომლების მესამედს, ანუ დაახლოებით 4 500 ადამიანს სამსახურიდან უშვებს და 2023 წლამდე მძიმე მდგომარეობას აანონსებს სექტორში. ანალოგიურია მდგომარეობა მაგალითად British Airways-ში, Ryanair -სა და Wizz Air-ში. კრიზისს გვერდი არ აუვლია არც Boing-ისთვის, რომელიც 12 ათასი თანამშრომლის გაშვებას გეგმავს.